{{ARTICLEIMAGE}} შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის სტატისტიკას აქვეყნებს, რომლის მიხედვით 2018 წლის იანვარ–ნოემბრის პერიოდში ქვეყანაში რეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობა 58%–ით არის გაზრდილი. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა კი მნიშვნელოვნად იკლო. თუ 2017 წელს ეს მაჩვენებელი 54 % იყო, 2018 წელს რეგისტრირებული დანაშაულის მხოლოდ 34 % გაიხსნა.
“დანაშაული სიცოცხლის წინააღმდეგ” – გაზრდილია 123 %–ით , გახსნის პროცენტმა კი 17.55 დან 7.23 მდე იკლო.
“დანაშაული ჯანმრთელობის წინააღმდეგ” –გაზრდილია 100 %–ით. გახსნის მაჩვენებელმა 63.85% დან 46.4%-მდე იკლო.
დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – ზრდის მაჩვენებელი – +253.63% . დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შემცირებულია 51.4% –დან 44.91% –მდე.
შემაშფოთებელია სტატისტიკა საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულის კუთხით.სულ საანგარიშო პერიოდში ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, თაღლითობის, გამოძალვის, ნივთის დაზიანების 22 524 შემთხვევა მოხდა, რაც 2017 წელთან შედარებით 81. 75 %–ით მეტია. ამ ტიპის დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა კი 2017 წელთან შედარებით 44.78 % –დან 24.21% –მდე იკლო. სტატისტიკურად მატებაა პრაქტიკულად ყველა ტიპის დანაშაულში, გარდა ნარკოდანაშაულისა, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობისა, გარემოს დაცვის წესების წინააღმდეგ დანაშაულისა და საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისა.


