„პოლონეთის მთავრობა, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს: უმუშევრობა, მაღალი ინფლაცია, კომუნალურების ზრდა, მიგრაცია, იცლის და აფინანსებს ტელევიზიას, სადაც ქალბატონმა კობერიძემ აქ, თურმე, საქართველოს უნდა გააცნოს სიახლეები. ეს არის მათი პატრონების მორიგი პროექტი, რომ იქიდან, ტელევიზიიდან შეუტიონ, ჩვენი საზოგადოების რადიკალიზაცია და პოლარიზაცია მოახდინონ.
ცალკე მოგიყვებით ჰერჩინსკის დავალებაზე. იცით, რომ ისიც პოლონელია. როგორც ირკვევა, საქართველოში მორიგი რევოლუციური ტალღა პოლონეთმა უნდა გასწიოს. ალბათ, ამან უნდა შეძლოს. დანარჩენები ჩაფლავდნენ და ახლა ვნახოთ აბა, პოლონეთი რას იზამს. ამას უკავშირდება, აბა, როგორ შეიძლება საკუთარ ქვეყანაში ამდენი პრობლემა გქონდეს და იცლი, დააფინანსო ტელევიზია უცხო ქვეყნის მაუწყებლობით. ეს ხომ ნონსენსია. პოლიტიკური ინტერესებია, რომ აქ არიონ სიტუაცია არიონ, შემდეგ მოიყვანონ ხელისუფლებაში „ჩერგოები“ და მისი სადაქალო და გააკეთებინონ ის, რასაც სააკაშვილის დროს აკეთებინებდნენ. ეს არის ამოცანა და მიზანიც,”
– ამის შესახებ “ქართული ოცნების” პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პოლონეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ქართულენოვანი საინფორმაციო სამსახურის გახსნას გამოეხმაურა.















