ეს არის სრულად გამართლებული პასუხი ჩვენს ქალაქებსა და სამეზობლოებზე რუსულ თავდასხმებზე! – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოსკოვზე დრონებით მასშტაბურ იერიშს გამოეხმაურა და რუსულ თავდასხმებზე კიევის პასუხს “სრულად გამართლებული უწოდა.

“გუშინ ღამით ჩვენი შორი რადიუსის სანქციები კიდევ ერთხელ მისწვდა მოსკოვის რეგიონს – ამ კვირაში მეორედ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დავარტყით. სამიზნეებზე იერიში იყო როსტოვის რეგიონსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

ეს არის სრულად გამართლებული პასუხი ჩვენს ქალაქებსა და სამეზობლოებზე რუსულ თავდასხმებზე, და მორიგი მნიშვნელოვანი მიღწევა ჩვენი მებრძოლების მხრიდან იმ ობიექტების წინააღმდეგ ძალისხმევაში, რაც რუსულ ომის მანქანას ასაზრდოებს.” – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.