უკრაინამ რუსეთს ერთ დღე-ღამეში გაშვებული დრონების რაოდენობით გადააჭარბა

spot_imgspot_img

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ერთი დღე-ღამის განმავლობაში თითქმის ათასი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო. „აგენტსტვოს“ ცნობით, ეს ომის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

„აგენტსტვოს“ გათვლით, ხუთშაბათს, 18 ივნისს, უკრაინამ ერთი დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის ობიექტების მიმართულებით რეკორდული რაოდენობის უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა. გამოცემა ამას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

„ამ დარტყმამ არა მხოლოდ მოხსნა უკრაინის წინა რეკორდი დღე-ღამის განმავლობაში გამოყენებული დრონების რაოდენობით, არამედ გადააჭარბა იმ მაქსიმალურ რაოდენობასაც, რამდენი უპილოტო საფრენი აპარატიც რუსეთს გაუშვია ერთი დღე-ღამის განმავლობაში“, — ნათქვამია ინფორმაციაში.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს 992 უკრაინული თვითმფრინავის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი, ოთხი შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტა და ათი მართვადი ავიაბომბი. უწყება არ აკონკრეტებს იმ დრონების რაოდენობას, რომლებმაც მიზანს მიაღწიეს, რაც ჟურნალისტების შეფასებით, იძლევა ვარაუდის საფუძველს, რომ სინამდვილეში დრონების რაოდენობა უფრო მეტი იყო.

რუსეთის ყველაზე მასშტაბური დარტყმა უკრაინაზე მარტში განხორციელდა

რუსეთის ყველაზე დიდი დარტყმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 24 მარტს განხორციელდა. მაშინ რუსეთის ჯარებმა ერთი დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ტერიტორიების მიმართულებით 948 დრონი გაუშვეს.

უკრაინის წინა რეკორდული დარტყმა 6 ივნისს დაფიქსირდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მაშინ იუწყებოდა, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა 911 დრონი, 13 ავიაბომბი და HIMARS-ის ოთხი ჭურვი ჩამოაგდეს.

„აგენტსტვო“ წერს, რომ ეს მონაცემები უკრაინის შეიარაღებული ძალების „მზარდ შესაძლებლობებზე“ მიუთითებს — ომის პირველ წლებში უკრაინა რუსეთის არმიას ტერიტორიის სიღრმეში დარტყმების ინტენსივობით ვერ უტოლდებოდა.

spot_imgspot_img

პოპულარული

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და...

პრინცი ჰარი და მეგანი ბრიტანეთში ბრუნდებიან

BBC-ის ინფორმაციით, სასექსის ჰერცოგი და ჰერცოგინია -  პრინცი ჰარი...

უკრაინას სამშვიდობო პროცესისთვის კრეატიული იდეები აქვს, მთავარი დაბრკოლება პუტინია

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანდრეი სიბიგას განცხადებით, უკრაინულ მხარეს...

ცეცხლაძის გავრცელებული ინფორმაცია ციხეში არსებულ მდგომარეობაზე სიცრუეა – პენიტენციური

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ზვიად ცეცხლაძის მიერ გავრცელებულ ინფორმაცია...

– პოლონეთის გადაწყვეტილება დემოგრაფიული კატასტროფის დასტურია – გეგელია

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, პოლონეთის მიერ...

ძალიან პრობლემური განცხადებაა.. ჩვენთვის არა, პრობლემურია თავისთვის – კობახიძე ღარიბაშვილზე

"ძალიან პრობლემური განცხადებაა, მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. პრობლემური ჩვენთვის...

რუსეთის მუქარანარევი გაფრთხილება და პარტნიორების მხარდაჭერა გაეროს ტრიბუნიდან

რუსეთის წარმომადგენელმა დღეს საქართველო გაეროს ტრიბუნიდან გააფრთხილა, „ქართული ოცნების“...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის...
spot_img

ყველა ამბავი

უკრაინის მოკავშირეები სამხედრო და ეკონომიკურ მხარდაჭერას გააძლიერებენ

„მსურველთა კოალიციამ“ დაადასტურა მზადყოფნა, გააფართოოს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, დაეხმაროს მის ენერგეტიკულ სექტორს და გააძლიეროს ზეწოლა რუსეთზე. „მსურველთა კოალიციის“ ლიდერებმა ორშაბათს,...

ფაშინიანი: მოხარული ვიქნები, თუ ОДКБ სომხეთის გარიცხვას გადაწყვეტს

სომხეთი უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მუშაობაში დაბრუნებას არ გეგმავს და მოხარული იქნება, თუ ორგანიზაციიდან...

“ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს – ახლა ციხეში ალპობენ” – ხაბეიშვილი

"ერთმანეთის დასმენა ყოველდღიურობად აქცია ივანიშვილმა.. ჯერ ოჯახები დააახლოვეს - ახლა ციხეში ალპობენ" - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი...

გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე – თამაზაშვილი

"გააქტიურებულან კოლექტიური სააკაშვილები.. ღარიბაშვილი არასდროს დაასხამს წყალს ქვეყნის მტრების წისქვილზე" -ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე...

მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია! – ინაშვილი ღარიბაშვილს

"მეგობრულად ვურჩევ: ბოლომდე თქვას რაც სათქმელია!"- წერს პატრიოტთა ალიანსის ლიდერი ირმა ინაშვილი ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილისთვის წარდგენილ ახალ ბრალდებაზე. "მორიგჯერ ვცემ...

საწარმო, რომელიც უკრაინულ დრონს ვერ იგერიებს, მართვაში რუსეთის სახელმწიფოს გადაეცემა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს საწარმოებში დროებითი მმართველობის შემოღების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუ მფლობელმა მათი...

მადლობა ჩვენი თავისუფლების დაცვისთვის – სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვოლოდიმირ ზელენსკის უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.„ჩემი და საქართველოს მილოცვა უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს! მადლობას ვუხდით...

ღარიბაშვილის ახალი კორუფციული ბრალი და მისი წერილები – რას ამბობენ „ოცნებაში“ და ოპოზიციაში

„ქართულ ოცნებაში“ ირაკლი ღარიბაშვილის ახალ კორუფციულ ბრალს ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ სავარაუდოდ ღარიბაშვილს ქონდა ახალ გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაცია და...

რუსეთის მუქარის მიუხედავად, დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელია – ბერნემი

რუსეთის მუქარის მიუხედავად, უკრაინის მიმართ დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უცვლელია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა კიევში, უკრაინის...

“მოძალადის ტყვეობაში მაინც ნუ იქნები მისი მონა” – გვარამია ღარიბაშვილს, ბიძინა ივანიშვილისთვის წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდებს

„კოალიცია ცვლილებისთვის”-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.გვარამია აფრთხილებს...

ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს – ყაველაშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს!დამოუკიდებლობა ერის თავისუფალი არჩევანის, სახელმწიფოებრივი ღირსებისა და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უზენაესი გამოხატულებაა....

გაუმარჯოს უკრაინას! -კობახიძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის არსებული მტკიცე კავშირები ისტორიულ მეგობრობასა და საერთო ღირებულებებს ეფუძნება.გისურვებთ მშვიდობას,...