გასულ ღამეს, უკრაინისრუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქზე იერიში მიიტანეს. იერიებს 8 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 11 დაშავდა.
ინფორმაციას დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ განჟა და ოლქის საკრებულოს წევრი, ნიკოლაი ლოკაშუკი ავრცელებენ.
“ნიკოპოლის რაიონში დაზარალდა ნიკოპოლის, მარგანეცკაიას, მიროვსკაიას, პოკროვსკაიას და კრასნოგრიგორიევსკაიას თემები. დაზიანდა ინფრასტრუქტურა, კერძო სახლები და ავტომობილები. დაშავდა სამი ადამიანი” – აცხადებს განჟა.
კრივი-რიჰში 2 ადამიანი დაიღუპა და 4 დაიჭრა. მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია. დუბოვიკოვის რაიონში 4 ადამიანი დაიღუპა და 3 დაიჭრა, ხოლო ნიკოლაევის რაიონში 2 ადამიანი დაიღუპა.















