რუსებმა კიევზე იერიში მიიტანეს – 1 ადამიანი დაიღუპა და 32 დაშავდა

კიევზე რუსეთის კომბინირებული შეტევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა. მათ შორისაა ერთი თვის ჩვილი.

უკრაინის დედაქალაქის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, დაშავებულთაგან 20 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის ერთი ბავშვია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლის, პაველ პეტროვი თქმით, თავდასხმას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ყველაზე მძიმე ვითარება დარნიცკის რაიონშია, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, მთლიანად განადგურებულია 18 ბინა.

უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურში განაცხადეს, რომ შენობის ნანგრევებიდან 27 ადამიანის გამოყვანა მოახერხეს, თუმცა შესაძლოა, ნანგრევების ქვეშ ადამიანები იყვნენ.