სასამართლოში პარლამენტთან, აქციაზე საავტომობილო გზისა და ტროტუარის “გადაკეტვის” საქმეებზე 4 პროცესი გაიმართა. 2 აქტივისტს ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა, ერთს სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადეს, ერთი საქმის სამართალწარმოება კი შეწყდა.გადაწყვეტილებები მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ მიიღო.
- ნათია ჭელიძე – 2-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი – 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- სანდრო სეხნიაშვილი – სიტყვიერი გაფრთხილება – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე;
- დავით პაპაშვილი – შეწყდა საქმის წარმოება. მას 2020 წლიდან აქვს შშმ პირის სტატუსი – მოსამართლე თორნიკე კაპანაძე.















