“ერთხელ, ერთმა ტირანმა, დაატყვევა უდანაშაულო ადამიანი, ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო, მან კი ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა” – ასე ეხმაურება პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია, პატიმრების შეწყალების შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს.
„ერთხელ ერთმა ტირანმა, დაატყვევა თავისუფალი უდანაშაულო ადამიანი და ჩაიფიქრა, რომ ვაწამებ და რაღაცას ვათქმევინებო. ამ თავისუფალმა უდანაშაულო ადამიანმა ხმა გაიკმინდა და სახეში შეაფურთხა.
ეს არის ჩემი პასუხი „ოცნების“ უმსგავსო ლაპარაკზე „მონანიების“ შესახებ.
ის მართლა ტირანი მაინც იყო…“- წერს ელენე ხოშტარია.















