რუსთაველის თეატრის დირექტორი, გიორგი თევზაძე აცხადებს, რომ რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებს სპექტაკლის გასამართად თეატრი მიაქირავეს და ამაში „მაქსიმალური თანხა“ აიღეს და ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, დარბაზის მიქირავების გადაწყვეტილებას კვლავაც მიიღებს.
„ჩვენ იჯარით მივეცით დარბაზი, მაქსიმალური თანხა ავიღეთ, იქ ისეთი არაფერი არ იყო, სტუდენტები იყვნენ ГИТИС-ის.ჩვენ არავინ დაგვიკარგავს ამ ომში? [მეორე მსოფლიო ომში]… ჩვენ ყველაზე მეტი დავკარგეთ ამ ომში. რა საკვირველია, კიდევ რომ დასჭირდეთ, თეატრის დარბაზს კიდევ მივაქირავებთ ფულის გამო”, – განუცხადა გიორგი თევზაძემ „TV პირველს“.
14 მაისს, რუსთაველის თეატრში რუსეთის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის სტუდენტებმა კონცერტი გამართეს, რომელიც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავს მიეძღვნა, ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს.















