„ეგ მათი უფლებაა, როგორც უნდათ ისე მოიქცნენ. მე 2017 წლიდან ქალაქის მერი ვარ, არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. ერთხელ იყო ჩამოსული დელეგაცია „თბილისობაზე“,
ასე უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც შეეხებოდა Saarbruecken Zeitung-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.
aarbruecken Zeitung-ის ინფორმაციით, 51-წლიანი საქალაქო პარტნიორობის შემდეგ, გერმანიის ქალაქი ზაარბრიუკენი საქართველოს დედაქალაქ თბილისთან ყველანაირი ოფიციალური კავშირის გაწყვეტას გეგმავს.















