ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.  წერილს “ქართული ოცნების” პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის ადმინისტრაცია აქვეყნებს.”მე და ჩემი მეუღლე გულთბილად ვულოცავთ ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ძალიან ვამაყობ ჩვენს ორ ერს შორის არსებული ხანგრძლივი მეგობრობით. მე და ჩემს მეუღლეს გვსურს ქართველ ხალხს გულწრფელი და საუკეთესო სურვილები გადავცეთ მომავალი წლისთვის”, – აღნიშნულია მისალოც წერილში.