„რა თქმა უნდა, ყველას გაეგზავნებოდა [მოსაწვევი]. მე მგონი, მისი სურვილიც არ იქნებოდა [ღონისძიებაზე დასწრება], იმიტომ, რომ გუშინ იქ ვიდექით ქართულ ჯართან ერთად და ვისმენდით ქართული ჯარის ფიცს. მთელმა საზოგადოებამ ჩავიბარეთ წვევამდელებისგან ქართული არმიის ფიცი, ხოლო ბატონი პეტერი ზიზღის ესკადრონების ფიცს იბარებს ხოლმე. ის არის ერთადერთი ადამიანი, რომელიც საქართველოში აქეზებს, მხარს უჭერს და ამართლებს ზიზღს, სიძულვილის ენას, ძალადობას. ასე რომ მან ალბათ, თავისი ადგილი უფრო ზიზღის ესკადრონებთან დაინახა, ვიდრე საქართველოს არმიასთან. მე არ ვარ ორგანიზატორი, მაგრამ ვვარაუდობ, რომ რა თქმა უნდა, ყველას გაეგზავნებოდა [მოსაწვევი],“
ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.















