15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
მოზარდის კვალის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა.
ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს კამერამ გუშინ, 21:59 სთ-ზე, საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან დააფიქსირა, რის მერეც მისი კვალი დაიკარგა.
როგორც შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.














