გამოძიება ძალადობით უფლებამოსილების გადამეტების მუხლით დაიწყო – POG

გენერალურმა პროკურატურამ გორში მომხდარი, პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. საზოგადოებას უმოკლეს დროში ვაცნობებთ გამოძიების შედეგების შესახებ”. – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ბ – ქვე პუნქტი გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობით ან იარაღის გამოყენებით – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.