„მე ვნახე ეს კადრები, აბსოლუტურად მიუღებელი კადრებია და რა თქმა უნდა, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს უნდა ჰქონდეთ და ექნებათ, სათანადო რეაგირება ამაზე და რა თქმა უნდა, საზოგადოება იქნება ინფორმირებული“

“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავების მხრიდან გორში მოქალაქეებზე განხორციელებულ ძალადობას ექნება სათანადო რეაგირება შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ.