„ეს დოკუმენტი ჯერ კიდევ თებერვალში წარვადგინე, სადაც ჩამოვთვალე ყველაფერი, რისი მოფიქრებაც შევძელი – დაწყებული რუსეთის მხრიდან იმ საერთაშორისო შეთანხმებების პატივისცემით, რომლებითაც რუსეთს აღებული აქვს ვალდებულება, არ დაესხას თავს მეზობლებს და პატივი სცეს მათ სუვერენიტეტს. თუმცა, რა თქმა უნდა, არის სხვა საკითხებიც, რომლებიც ასახავს იმ დათმობებს, რასაც უკრაინისგან ითხოვდნენ – მაგალითად, შეიარაღებული ძალების შეზღუდვებთან დაკავშირებით. თუ ეს შეთანხმებაში აისახება, გარკვეული ვალდებულებები რუსეთსაც უნდა შეეხოს. რა თქმა უნდა, არსებობს უფრო ფართო შეშფოთების საკითხებიც. თუ ვიფიქრებთ რუსული ჯარების ყოფნაზე ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო და მოლდოვა, ევროპული უსაფრთხოების ინტერესში შედის, რომ ეს ჯარები იქ არ იყვნენ და სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში არ ერეოდნენ“,

აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი.