მყისიერი იყო სახელმწიფოს რეაქცია, კანონი კანონობს – გორდულაძე გორში მომხდარზე

“ნაციონალური მოძრაობა, რომელიც სისხლის კანონს ატრიალებდა მთელი საქართველოს ტერიტორიაზე, ბედავს და სისტემურ დანაშაულზე საუბრობს.

მყისიერი იყო სახელმწიფოს რეაქცია, კანონი კანონობს და კანონის სიმკაცრით ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, მიუხედავად იმისა, რა პოზიციაზე იქნება, რა თანამდებობაზე იქნება თუ რა პროფესიის იქნება, რა თქმა უნდა, მიეცემა პასუხისგებაში.

მათი განცხადებები, ეს კიდევ ერთი ცრუ კამპანიის და ნარატივის ნაწილია, რომლითაც ეს ადამიანები ცდილობენ, რომ მაგალითად, მეგის ქარდავა წარმოგვიჩინონ უფლებადამცველად. მათ ქმედებებზე აქვს სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამი, რომ ადგილი ჰქონდა სისტემურ და სისტემატიურ წამებას.”

აცხადებს ამის შესახებ, “ქართული ოცნების” დეპუტატი არჩილ გორდულაძე.