ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, უნდა გესმოდეთ, რომ თქვენი ხელისუფლებები რუსეთთან ომში ცალმხრივად ჩაებნენ, – ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი სოციალურ ქსელში წერს.
“ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეებო, თქვენ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ხელისუფლება ცალმხრივად შევიდა ომში რუსეთთან. ამიტომ, იყავით ფხიზლად და არაფერი გაგიკვირდეთ. მშვიდი ძილი დასრულდა. მაგრამ იცით, ვის უნდა მოჰკითხოთ მიზეზი!” – განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა.














