ბოლნისის ერთ-ერთ სოფელში დედამ მცირეწლოვანი შვილი მოკლა. თავდაპირველად ინფორმაცია Aktual.ge-მ გაავრცელა.
გამოცემის ცნობით, 31 მაისს ქალმა 7 წლის შვილს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა.
ქალი დაკავებულია – გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.















