ჰორმუზის სრუტის რაიონში ამერიკული სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

აშშ-მა ირანთან ომში პირველად დაკარგა Apache – წერს The New York Times.  აშშ-ის არმიის  ვერტმფრენი Apache ჰორმუზის სრუტის მახლობლად ჩამოვარდა. ეკიპაჟის ორივე წევრი გადარჩა და ისინი უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

მიზეზი ჯერ უცნობია. ვერტმფრენი შესაძლოა ირანული ცეცხლით ჩამოეგდოთ, ან ტექნიკური გაუმართაობის თუ სხვა პრობლემის გამო ჩამოვარდნილიყო. ტრამპმა განაცხადა, რომ პილოტები კარგად არიან, ოფიციალურ ანგარიშს კი მოგვიანებით გამოაქვეყნებენ.

NYT აღნიშნავს, რომ ეს Apache-ის პირველი დაკარგვაა მიმდინარე კონფლიქტის დაწყებიდან. შემთხვევა მოხდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ადგილზე — ჰორმუზთან, სადაც აშშ ცდილობს ირანის შეკავებას და მსოფლიო ნავთობისთვის საკვანძო მარშრუტის გახსნილად შენარჩუნებას.

AH-64 Apache განკუთვნილია ტანკებისა და სხვა ჯავშანტექნიკის გასანადგურებლად, სახმელეთო ძალების მხარდასაჭერად და დრონებზე სანადიროდ. Apache შეიარაღებულია Hellfire-ის რაკეტებით — ზუსტი მართვის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებით — უმართავი რაკეტებითა და 30-მმ-იანი ქვემეხით. თანამედროვე AH-64E-ის ღირებულება ერთეულზე ათეულობით მილიონ დოლარად ფასდება.