“2 წელი ეძინათ და თურმე ახლა ნახეს სიზმარში, რომ ჩემს წამებას ჰქონდა ადგილი, „ორი ლიფსიტა“ დაიჭირეს და „ბობოლებს“ ხელს აფარებენ ” – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ რუსთავის მე-12 საპატიმროდან გამოგზავნილ წერილში ნათქვამი, რითაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პენიტენციურ დაწესებულებაში გამომძიებლის მიერ მის დაკითხვას ეხმაურება.
„ხარება“ და გოგა მემანიშვილია პირველ რიგში დასაჭერი და შემდეგ, ვინც მწვანე აუნთო. მაშინ ეს მწვანე მათ მისცა ივანიშვილმა, პრემიერმა კობახიძემ და მდინარაძემ. ამ მწვანე შუქის შუაში, ასევე, არიან მაშინდელი სუს-ის უფროსი, ლილუაშვილი და შს მინისტრი გომელაური. თუ ამათი პასუხისმგებლობა არ დადგება, აბა, ვის აინტერესებს, უსახელო და უგვარო ვიღაც ბაღლინჯოები?!
ამ წამებას ჰყავდა ერთი მთავარი ორგანიზატორი და ეს არის ივანიშვილის მწამებელი სისტემა. 300-მდე ადამიანი აწამეს და 5 თუნდაც 10 ლიფსიტის დაკავებით უნდათ ფონს გასვლა. მე მაინტერესებს სისტემის შემოქმედები და ესენი არიან ივანიშვილ-კობახიძეები“, – წერია ხაბეიშვილის წერილში, რომელიც ადვოკატმა ჟურნალისტებს გადასცა.















