რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი

მზია ამაღლობელის საქმეზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საჩივარი წარადგინა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე არის პირველი შემთხვევა, როდესაც 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს პოლიტიკური პატიმარი, რომელმაც სისხლის სამართლის ძირეულ საქმეზე ყველა ინსტანცია ამოწურა ადგილობრივ დონეზე.

საია-ს ცნობით, საჩივარი ეხება პოლიტიკურად მოტივირებულ სისხლისსამართლებრივ დევნასა და მსჯავრდებას და ეფუძნება არგუმენტს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ სამივე ინსტანციაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება. საჩივარში, ასევე, აღწერილია საქართველოში ავტორიტარული მმართველობის კონსოლიდაციის პარალელურად, პოლიტიკური პატიმრების მზარდი მაჩვენებელი და კონტექსტი.

“ეს არის რიგით მე-4 საჩივარი, რომელიც საიამ მზია ამაღლობელის უფლებების დაცვის მიზნით შეიტანა სტრასბურგის სასამართლოში. საიასთან ერთად ამ საქმეზე მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს ცნობილი იურისტი, ედვარდ ფიცჯერალდი (დოუთი სთრითის პალატების ერთ-ერთი ხელმძღვანელი, წამყვანი ბრიტანელი ბარისტერი, რომელიც სპეციალიზირდება სისხლის სამართალში, საჯარო და საერთაშორისო ადამიანის უფლებათა სამართალში).

საია ხაზგასმით აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის მიმართ წარმოებული საქმეები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია და წარმოადგენს სახელმწიფოს მხრიდან სისტემურ რეპრესიულ ანგარიშსწორებას”.

სტრასბურგში გაგზავნილ მე-4 საჩივარში დასაბუთებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი დარღვევები:

I. პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება (კონვენციის მე-18 მუხლი მე-6 მუხლთან ერთობლიობაში)

საჩივარში დასაბუთებულია, რომ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყო მართლმსაჯულების მიზნით დაწყებული, არამედ წარმოადგენდა პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ამ პროცესის მიზანი იყო დამოუკიდებელი ჟურნალისტის დასჯა და საზოგადოების დაშინება განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო. ეს მიზანი დასტურდება ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განცხადებებით, რომლებშიც მზია
ამაღლობელს „უცხოეთის აგენტად“ მოიხსენიებდნენ და განაჩენამდე მას დამნაშავედ აცხადებდნენ.

II. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა (კონვენციის მე-6 მუხლი)

● მიუკერძოებელი სასამართლოს არარსებობა: საქმის განმხილველმა მოსამართლემ, ნინო სახელაშვილმა, საქმე მიუკერძოებლად არ განიხილა. წინასწარი პატიმრობის შეფარდების ეტაპზე მან გამოავლინა წინასწარ ჩამოყალიბებული ნეგატიური დამოკიდებულება, რომელიც საქმის არსებითი განხილვის დროსაც შენარჩუნდა.

● დასაბუთებელი განაჩენის არარსებობა: ეროვნულმა სასამართლოებმა არცერთ ეტაპზე არ შეაფასეს და არ გამოიკვლიეს დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, მაშინ, როცა უპირობოდ გაითვალისწინეს ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. სასამართლოს გადაწყვეტილებები. როგორც ბათუმის საქალაქო სასამართლოს, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები არის ზედაპირული და დაუსაბუთებელი. სასამართლომ უგულებელყო დაცვის მხარის არგუმენტები, არ შეაფასა დაცვის მიერ წარდგენილი 19 მნიშვნელოვანი ვიდეოჩანაწერი და დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.

● დაცვის უფლების ხელყოფა: ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულიად შეცვალა სახელმწიფო ბრალდების მიერ წარდგენილი ბრალდება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ პირველი ინსტასნციის მიერ საქმის განხილვის ბოლო სხდომაზე. კერძოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა, მხოლოდ 2025 წლის 6 აგვისტოს, ორიოდე წუთის ხანგრძლივობის სასამართლო სხდომისას განაცხადა, რომ მზია ამაღლობელისადმი წარდგენილი ბრალი – სისხლის სამართლის კოდექსის 3531 მუხლი (რაც გულისხმობს პოლიციელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით და სასჯელის სახედ ითვალისწინებს ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთასბრალდების) – გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის 353-ე მუხლის 1-ლ ნაწილზე (რაც გულისხმობს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ და ითვალისწინებს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორიდან ექვს წლამდე), ისე, რომ ამისათვის არცერთ სხდომაზე ცნობილი მხარეებისთვის არ ყოფილა. საჩივარში ხაზგასმულია, რომ ამგვარი გადაკვალიფიცირებით, მზია ამაღლობელს წაერთვა დაცვის უფლების ეფექტიანი განხორციელების შესაძლებლობა – კერძოდ, დაეცვა საკუთარი უფლებები ახალი ბრალდების წინააღმდეგ.

● უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა: მაღალი თანამდებობის პირების მიერ საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებები, რომლითაც მზია ამაღლობელს
არაერთხელ უწოდეს „დანაშაულის ჩამდენი“ და „აგენტი“, აშკარად არღვევდა უდანაშაულობის პრეზუმფციას და აყალიბებდა საზოგადოებრივ აზრს მის დამნაშავეობასთან დაკავშირებით, განაჩენის გამოტანამდე. ამასთანავე, მოცემული განცხადებები მომჩივნის საწინააღმდეგო გავლენას ახდენდა უშუალო სამართალწარმოების პროცესზე. საჩივარში ასევე ხაზგასმულია, რომ პროცესის განმავლობაში მზია ამაღლობელის შუშის გალიაში („აკვარიუმში“) მოთავსება, გარშემორტყმული შეიარაღებული დაცვით, წარმოადგენდა არა უსაფრთხოების ზომას, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სტიგმატიზაციის ინსტრუმენტს, რითაც დამატებით იქნა დარღვეული უდანაშაულობის პრეზუმფცია.

საია აცხადებს, რომ მზია ამაღლობელის საქმე არის ინდიკატორი იმისა, თუ როგორ შეიძლება იქნას გამოყენებული მართლმსაჯულების სისტემა ხელისუფლების პოლიტიკური ნების აღსასრულებლად.

პოპულარული

მათი დღეები დათვლილია! – კობახიძე ასაკრძალ პარტიებზე

ჩვენთვის შეიძლება უფრო საინტერესო ყოფილიყო არსებული სპექტრის შენარჩუნება -...

ნანა ყეინიშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობა დატოვა

ნანა ყეინიშვილი, რომლის სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობას პროკურატურა იძიებს,...

არ ვაპირებთ მსხვერპლის როლში ყოფნას ბიძინას მიერ გაწერილ სპექტაკლში, რომლის ფინალიც უკვე განსაზღვრულია – თამარ ჩერგოლეიშვილი

"ფედერალისტები", რომლის აკრძალვასაც "ოცნება" გეგმავს, საკონსტუტიო სასამართლოში მიმდინარე სხდომებზე...

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში"...

რაზე ილაპარაკეს ქართული ოცნების უმრავლესობის შეკრებაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა

„ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის საპატიო...

პროკურატურამ საბოტაჟის ბრალდებით ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე დააკავა

გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ბრალდებით „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი...

ყველა ამბავი

“ვაღიარებ ბრალს” – ნანა სანდერი საპროცესო შეთანხმებას ითხოვს

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულმა ნანა სანდერმა პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე გახდა...

პარტია „გახარია საქართველოსთვის“: ირღვევა სამართლიანობის წესი

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომის გადადებას ითხოვდა, თუმცა ეს შუამდგომლობაც, ოპოზიციის სხვა ყველა შუამდგომლობის მსგავსად, საკონსტიტუციო სასამართლომ არ...

ტრამპის სიძეს, ჯარედ კუშნერს, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და საუდის არაბეთის ინტერესების ლობირებაში დასდეს ბრალი

დონალდ ტრამპის პირველი საპრეზიდენტო ვადის დროს მის სიძესა და უფროს მრჩეველს, ჯარედ კუშნერს, წვდომა ჰქონდა საბანკო ანგარიშზე, რომელზეც თანხებს...

პოლონეთში ანტიპუტინისტი რუსი მხატვრის მკვლელობის საქმეზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში მხატვარ სკრეპეცკის მკვლელობის საქმეზე მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს. ის საქართველოს მოქალაქეა.მედიის ინფორმაციით, ის სემიონ სკრეპეცკის უთვალთვალებდა.პოლონეთის შიდა უსაფრთხოების სააგენტოს...

სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში – ხოშტარია

"სასიამოვნოა ოპოზიციის ერთად ყურება, განსაკუთრებით ერთიან და მართალ საქმეში" - „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია...

მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია

სუს-ის ინფორმაციით 2024 წლის 16 სექტემბერს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია და ცენტრალური...

დაკავებული ჟურნალისტის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტის, დიტო ჩუბინიძის სახლში ჩხრეკა ჩატარდა. დაკავებულის და ამბობს, რომ წაიღეს ტელეფონი და კომპიუტერი. ის ძმის დაკავებასა და...

ტრამპს შეუძლია ძალიან მარტივად დასვას პუტინი მოლაპარაკებების მაგიდასთან: ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოდკასტში The Diary of a CEO სტივენ ბარტლეტთან ინტერვიუს დროს, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებსა და...

გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი – პენიტენციური

"გიორგი ფეიქრიშვილს გაეწია სამედიცინო დახმარება, ახლა საკანშია გადაყვანილი " - სპეციალური პენიტენციური სამსახური პატიმარ გიორგი ფეიქრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას...

მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების“ აქტივისტები – წითლიძე

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები იქცევიან როგორც „ქართული ოცნების” აქტივისტები და არა ისე, როგორც მოსამართლეები, რომლებიც პასუხისმგებლები და ანგარიშვალდებულები არიან მხოლოდ...

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმე: დღე II

საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ ქართული ოცნების სარჩელის განხილვა გრძელდება.დღევანდელი სხდომა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერის ნიკა გვარამიას გამოსვლით დაიწყო,...

 აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, ახლა უკრაინა არ იქნებოდა – რუბიო

აშშ-ისგან დახმარება რომ არ ყოფილიყო, უკრაინა, როგორც სუვერენული სახელმწიფო, აღარ იარსებებდა, - ამის შესახებ  ინდოეთში მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა...