უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მისთვის მოსკოვში ჩასვლა რთულია, რადგან იქ ბევრი უკრაინული დრონია. მან ამის შესახებ, ანკარაში, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრაზე განაცხადა. შეხვედრაზე ტრამპმა აღნიშნა, რომ მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის შესახებ რუსი კოლეგის ვლადიმერ პუტინის იდეა უარყო.
„ერთ-ერთი საკითხი, რაზეც პუტინს ვესაუბრე იყო ის, თუ სად ისურვებდა შეხვედრას. მან მითხრა, რომ მოსკოვში იდეალური იქნებოდა. მე ვუთხარი, რომ ეს იდეა უბრალოდ არ მუშაობს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
ტრამპმა ვოლოდიმირ ზელენსკის ჰკითხა: „ჩახვიდოდით მოსკოვში?“
„ეს რთულია. იქ ბევრი უკრაინული დრონია“, – უპასუხა ზელენსკიმ.















