ქართველ ექიმს უკრაინის ომში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო გადასცეს

ქართველი სამხედრო ექიმი, ქეთი ლეშკაშელი უკრაინაში სამედიცინო სფეროს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვნაი ჯილდოთი – წმინდა პანტელეიმონის ორდენით დააჯილდოვეს.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული, წმინდა პანტელეიმონის ორდენი, უკრაინის სამედიცინო ოსკარია, რომელიც ექიმებს სხვადასხვა ნომინაციაში გადაეცემათ.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ წმინდა პანტელეიმონის ორდენის საერთაშორისო ჯილდო მივიღე ჯილდო, რომელსაც ხშირად „მედიცინის ოსკარს“ უწოდებენ.
 ეს მაღალი აღიარება გადმომეცა ნომინაციაში „უკრაინელი ხალხის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“. ჩემთვის ეს არის არა მხოლოდ დიდი პატივი, არამედ უდიდესი პასუხისმგებლობა. მადლიერი ვარ, რომ ჩემი საქმიანობა, ჩემი მხარდაჭერა და ჩემი წვლილი უკრაინის გვერდით ყოფნაში ასე დაფასდა.
 ეს ორდენი მხოლოდ ჩემი პირადი ჯილდო არ არის. ის ეკუთვნის ყველა ადამიანს, ვინც ამ გზაზე ჩემს გვერდით იდგა, მხარს მიჭერდა და აგრძელებს ბრძოლას სიცოცხლის, თავისუფლებისა და მშვიდობისთვის“ – წერს  ქეთი ლეშკაშელი.

ქეთი ლეშკაშელი  უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყებიდან მალევე ჩავიდა. 2022 წლის სექტემბრიდან ის უკრაინის შეიარაღებული ძალების „საერთაშორისო ლეგიონის“,  ჯგუფ „ბრავოს“ ექიმია
👇🏻