20-მდე დეპუტატს პარლამენტში შემოსვლა სურს, თუმცა ბულინგის გამო ვერ ახერხებენ – კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა ბულინგის გამო ვერ ახერხებს.

“გვაქვს ინფორმაცია, რომ დამატებით 20-მდე ოპოზიციონერ დეპუტატს სურს პარლამენტში შემოსვლა, თუმცა შანტაჟისა და ბულინგის გამო ვერ ახერხებენ ამ ნაბიჯის გადადგმას. შესაბამისად, მიზანშეწონილად მიგვაჩნია ამ დეპუტატებს მივცეთ საპარლამენტო მანდატების შენარჩუნების კიდევ ერთი შესაძლებლობა”, — განაცხადა მან.

მისივე თქმით, ქართული ოცნება ოპოზიციონერ დეპუტატებს მანდატებს არ შეუწყვეტს.