თბილისში ირანელი აქტივისტი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს და და მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანეს.

ინფორმაციას ,,უფლებები საქართველო” ავრცელებს, რომელიც დაკავებულისა და მისი ოჯახის ინტერესებს იცავს მას შემდეგ, რაც ორგანიზაციას მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანის ოჯახთან დაკავშირებულმა პირმა სამართლებრივი დახმარების მიღების თხოვნით მიმართა.
,,უფლებები საქართველოს” იურისტები მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში უკვე შეხვდნენ ირანელ აქტივისტს და დაცვის პოზიცია შეუთანხმეს.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ცნობით, რაჰიმიანი მიგრაციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა 2026 წლის 12 ოქტომბერს დააკავეს. მას და მის ოჯახს უარი ეთქვათ საქართველოში თავშესაფრის მიღებაზე და შესაბამისად, აღარ აქვთ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის უფლება.

დღეს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ გასაუბრებაზე დაბარებული იყო რაჰიმიანის მეუღლეც, თუმცა გასაუბრება ხუთშაბათისთვის გადაიდო. რაჰიმიანს და მის მეუღლეს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი, რომლებიც ქართულ სკოლაში სწავლობენ.

„რაჰიმიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ირანში გაძევების შემთხვევაში შეექმნება რეალური და მყისიერი საფრთხე. ,,უფლებები საქართველო” ყველა სამართლებრივ ზომას მიმართავს მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანისა და მისი ოჯახის ინტერესების დასაცავად და მოუწოდეს სახელმწიფო ორგანოებს, იმოქმედონ არგაძევების პრინციპიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

მოჰამად მაჰდი რაჰიმიანი ირანელი პოლიტიკური აქტივისტია, რომელიც ირანის ისლამური რესპუბლიკის მმართველ რეჟიმს ღიად უპირისპირდება.

რაჰიმიანი საქართველოში 2022 წლის აპრილში შემოვიდა და იმავე წლის დეკემბერში საერთაშორისო თავშესაფარი მოითხოვა.
შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა მას ლეგალური საფუძვლების არარსებობის გამო თავშესაფარზე უარი უთხრა. აქტივისტმა ეს გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა უწყების პოზიცია ძალაში დატოვეს. მისი თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი 2026 წლის 26 ივნისს საბოლოოდ შეწყდა. ქვეყანაში ლეგალური საფუძვლის გარეშე დარჩენის გამო, მიგრაციის დეპარტამენტმა იგი 12 ოქტომბერს თბილისში დააკავა და მიგრანტთა დროებითი განთავსების ცენტრში გადაიყვანა.

პოპულარული

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI

"ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია " "საერთაშორისო...

ეს იყო ნამდვილი ბუნტი, ზანზარებდა იქაურობა: ალეკო ელისაშვილი რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ყვება

მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მომხდარ...

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება...

ბრიუსელის პოლიტიკამ EU-ს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოსთან მიმართ დააზიანა – მახაშვილი

ევროკავშირის საბჭოს სხდომა, სადაც კაია კალასის და სხვათა მიერ...

უკრაინელებმა რუსეთის სიღრმეში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიში მიიტანეს

უკრაინელებმა მორიგი მაღალი სიზუსტის დარტყმები განახორციელეს რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე...

აშშ კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე შეტევების გამო სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტით დაემუქრა

მაიამიში გამართულ მოლაპარაკებებზე ვაშინგტონის წარმომადგენლები კიევს დაემუქრნენ, რომ თუ...

არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვებას აიძულებდა – დააკავეს ბებია

სამართალდამცავებმა ქორწინების იძულების ბრალდებით არასრუწლოვნის ბებია დააკავეს. შსს-ს ცნობით, ბებიამ...

ტრამპი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ენერგეტიკულ ზავზე შეთანხმდნენ. ზელენსკი საკუთარ პირობებს ასახელებს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა...

ყველა ამბავი

ზოდელავას, ბერიძეს და კიდევ 2 პირს საპროცესო გაუფორმდება

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, ირაკლი ჩხვირკიასა და გური ჟვანიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება.საქმის პროკურორის, ვაჟა თოდუას...

ეს იყო ნამდვილი ბუნტი, ზანზარებდა იქაურობა: ალეკო ელისაშვილი რუსთავის ციხეში 2 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე ყვება

მსჯავრდებულმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე რუსთავის მე-6 დაწესებულებაში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა.ოპოზიციონერი ლიდერი, რომელიც სასჯელს იმავე ციხეში იხდის, სადაც პატიმარი...

„ეწინააღმდეგება დემოკრატიის სტანდარტებს“: ვენეციის კომისიის კრიტიკული დასკვნა

საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული კანონები დემოკრატიისა და პლურალიზმის საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება, პოლიტიკური ოპოზიციის ჩამოყალიბებასა და არსებობას ხელს უშლის, ხოლო...

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება

ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის პერიოდში მოქალაქის საშვებულებო ანაზღაურება ყადაღას არ დაექვემდებარება-"სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი პარ­ლა­მენ­ტმა პირ­ვე­ლი მოს­მე­ნით...

გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი

"გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა"-ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, პატიმარ გიორგი დავითაძეზე გრძელდება ზეწოლა და პროვოკაციული ქმედებები."ახლახანს...

ბრიუსელის პოლიტიკამ EU-ს სტრატეგიული ინტერესები, საქართველოსთან მიმართ დააზიანა – მახაშვილი

ევროკავშირის საბჭოს სხდომა, სადაც კაია კალასის და სხვათა მიერ გაკეთებული განცხადებები არის იმის აღიარება, რომ საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის პოლიტიკამ...

ადრე თუ გვიან, მოუწევთ, ოცნებას ესაუბრონ – მაჭავარიანი EU-ზე

ბრიუსელის მმართველი ელიტა ისევ გაბუტვის რეჟიმში რჩება, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვერ დაგვითანხმეს, საქართველო პროქსი ქვეყნად გამოეყენებინათ  ვერც რევოლუციის...

რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება 3900 აბონენტს შეუწყდა

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, 12 ოქტომბერს, 23:30 საათიდან, რუსთაველზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას გაზმომარაგება ავარიულად 3900 აბონენტს შეუწყდა.კომპანიის ცნობით, გაზი არ...

ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია – TI

"ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ ერთადერთი მოწმე პოლიციის ძაღლია " "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" ინფორმაციას აქვეყნებს ალეკო ელისაშვილის საქმესთან დაკავშირებით."საერთაშორისო გამჭვირვალობა" აღნიშნავს,...

მე მათ ვუთხარი: „თქვენ თანახმა ხართ“- ტრამპი „ენერგეტიკულ ზავზე“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჰაიოში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე, ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ არც რუსეთი და არც უკრაინა არ...

ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვას ურჩევს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტრამპმა უკრაინას უღალატა. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ...

ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს – კაია კალასი

"ქართული ოცნება ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს სისტემატურად ართმევს"- საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებით, საქართველოში...