ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? რა მოვინანიო? – მანჯგალაძე საპროცესოზე

“ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?”- 4 ოქტომბრის საქმეზე “ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში” მსჯავრდებული პაატა მანჯგალაძე საპროცესო შეთანხმებებთან დაკავშირებით ციხიდან წერილს ავრცელებს.

“1. მესმის, დიდია ცდუნება, ვაკრიტიკოთ ერთმანეთი, თუმცა, შეუმცდარები არცერთი არ ვართ. შესაბამისად, ჩვენთვის მიუღებელი ან განსხვავებული პოზიცია არ ნიშნავს ავტომატურად ღალატს ან ვინმეს მოღალატედ გამოცხადების შესაძლებლობას;

2. არსებულ პირობებში საპროცესო შეთანხმება იქნება თავისუფალი არჩევანი და ჩვენ უნდა შევძლოთ მათი გაგება, ვინც ეს ნაბიჯი გადადგა.

3. არ ვთვლი, რომ ჰუმანიზმი და ქრისტიანობაა, ადამიანს დააბრალო დანაშაული, დააკავო უკანონოდ, შემდეგ ისეთი პირობები შეუქმნა, რომ აღიაროს და მოინანიოს ის, რაც არ ჩაუდენია, ვგულისხმობ ჩემს შემთხვევას როცა მოსამართლემ პირდაპირ გადააკოპირა ბრალის აღწერისას ბრალდების მტკიცება, თითქოს 2025 წლის 4 ოქტომბერი დავაორგანიზე 2024 წლის ოქტომბერში, ანუ ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადებებით. ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?

4. ადრე გაცხადებულ, ნულოვან თანაგრძნობასთან შედარებით, რა თქმა უნდა, შესამჩნევია ხელისუფლების ნების ცვლილება, მაგრამ ადამიანს აღიარებინო ის, რაც არ ჩაუდენია, ვერ ჩაითვლება ჰუმანურობად.

იმედი მაქვს, გააცნობიერებენ გადაწყვეტილების მიმღებებიც, რომ მომავალში მათაც იგივე ცული არ მიეზღოთ, რითაც დღეს ჭრიან.“ – წერს მანჯგალაძე.

“4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მათგან ორს – მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ. პაატა ბურჭულაძის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საპროცესო შეთანხმებაზე იფიქრებს მას შემდეგ, რაც “ყველა პოლიტპატიმარს მიეცემა თავისუფლების შანსი”, ირაკლი ნადირაძის თქმით, ივანიშვილის რეჟიმს არც შეწყალებას სთხოვს და მასთან არც საპროცესო შეთანხმებას განიხილავს, პაატა მანჯგალაძის პოზიციით კი, “ვერ მოვინანიებ ვერც სამშობლოს სიყვარულს და ვერც იმას, რაც პროკურატურამ დამაბრალა”.

პოპულარული

მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია – გახარია პარტიების აკრძალვაზე

"მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია" -  ასე აფასებს, პარტია "გახარია-საქართველოსთვის"...

თვითმფრინავი, რომლითაც ვუჩიჩის თანამოაზრეები მოსკოვში მიემგზავრებოდნენ ლიეტუვის საჰაერო სივრცეში არ შეუშვეს

თვითმფრინავი, რომლითაც სერბი პოლიტიკოსები, ყოფილი პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის თანამოაზრეები,...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური...

“ოცნების” ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი – ხიდაშელი კობახიძეზე

"ოცნების" ამომრჩევლებმა ნახეს განადგურებული და კედელზე შეხეთქებული საკუთარი ლიდერი" ...

დრონებმა რიაზანს შეუტიეს – ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის ავიაციას საწვავით ამარაგებს

რიაზანში ღამით მომხდარი აფეთქებების შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა ქარხანას, რომლის...

ვენსი: არჩევნებში რესპუბლიკელების მარცხის მთავარი მიზეზი ირანთან ომია

აშშ-ის ირანთან ომი შუალედურ არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის დამარცხების მთავარი...

მერცი: კონგრესის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის პოლიტიკის ცვლილებას არ ველი

მერცმა განაცხადა, რომ კონგრესის არჩევნების შედეგების გამო ტრამპის პოლიტიკაში...

მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს

4 ოქტომბრის სქმეზე დაკავებულმა - მურთაზ ზოდელავამ და ლაშა...

ყველა ამბავი

FT: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ალიანსს შექმნიან

დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ძალების პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს....

„დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“ — ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შერეული ორთაბრძოლების (MMA) პრომოუტერსა და UFC-ის ხელმძღვანელს,...

ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება....

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...