“რუსეთი უკრაინაში ბრძოლის ველზე მარცხდება და ვერ დაგვაშინებენ! ” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ტალინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პუტინი ცდილობს, შეასუსტოს ჩვენი სიმტკიცე და შეაჩეროს უკრაინისთვის გაწეული მხარდაჭერა, თუმცა რუსეთი მარცხდება. ის მარცხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე და ჩვენ ვერ დაგვაშინებენ“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით ნატო-ს გზავნილი, რომელიც კვირის დასაწყისში ალიანსის უმაღლესმა სარდალმა ალექსუს გრინკევიჩმაც გააჟღერა, მკაფიოა: „ჩვენ დავიცავთ ჩვენი ტერიტორიის თითოეულ ინჩს, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა იქ ადამიანები“.


