საქართველო ევროპული საბჭოს სამიტის მიღმა: გზავნილები ბრიუსელიდან

ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები ეკონომიკურ დისბალანსზე, ენერგეტიკულ კრიზისზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ახლო აღმოსავლეთში შექმნილ მძიმე ვითარებაზე სამსჯელოდ შეიკრიბნენ.

საქართველო ამ შეხვედრის ოფიციალურ დღის წესრიგში არ ფიგურირებს. ეს სხდომის დაწყებამდე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა ჟურნალისტებსაც დაუდასტურა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ შავი ზღვისა და უსაფრთხოების საკითხებზე მსჯელობისას ეს თემები მაინც წამოიჭრება.

„დღეს საღამოს გაფართოების საკითხზე დისკუსია გვექნება. რეალურად, ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპაში მდებარე ქვეყნებთან ერთად უფრო ძლიერები ვიყოთ. ორშაბათს საგარეო საქმეთა მინისტრებთანაც გვქონდა დისკუსია გაფართოების უსაფრთხოების ასპექტებზე და იმაზე, თუ რა წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ ქვეყნებს ევროკავშირის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში გაწევრიანების შემდეგ. არ მგონია, რომ საქართველოს ან შავი ზღვის საკითხებზე სიღრმისეული დისკუსიები გვქონდეს, თუმცა, როგორც იცით, უსაფრთხოების საკითხების კონტექსტში ეს თემები მაინც წამოიჭრება. მაგრამ, დიახ, ძალიან ბევრი ისეთი საკითხია, რომელიც შეშფოთებას იწვევს“ – განაცხადა კაია კალასმა.

ბრიუსელიდან კვლავ მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, საკუთარ ხალხს მოუსმინოს, რომელსაც ევროპული მომავალი სურს. ასეთი იყო ესტონეთის პრემიერ-მინისტრის კრისტენ მიხალის რჩევა. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ კი „ევროსკოპის“ კითხვას, თუ რა გზავნილი აქვს იმ ქართველებისთვის, რომლებიც კვლავაც იბრძვიან ევროპული მომავლისთვის, მკაფიო მხარდაჭერით უპასუხა.

„არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება იმ ხალხისთვის, ვინც მას იმედით შეჰყურებს – სწორედ ამას ვეუბნებით ყველა ქვეყანას. ჩვენ ასევე ველოდებით გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას – თითოეული ქვეყნის მიღწევებისა და დამსახურების შესაბამისად; სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ დიალოგს ყველა ქვეყანასთან“ – თქვა რობერტა მეცოლამ.

„უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში, სავსებით გასაგებია, რომ ექვსი კლასტერიდან ოთხი უკვე გავხსენით, თუმცა საჭიროა ყველა კლასტერის გახსნა, რათა მათზე წვდომა გვქონდეს და პროცესი გაგრძელდეს. საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს ხალხს, რომელსაც ევროპისკენ წასვლა სურს“ – განაცხადა კრისტენ მიხალიმ.

საქართველო ბრიუსელის ამჟამინდელ დღის წესრიგში არ არის, თუმცა, როგორც რამდენიმე დღის წინ ვროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, ევროკავშირი საქართველოს საკითხს, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისისა და დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, ოფიციალურად იანვრის სხდომაზე დაუბრუნდება.

პოპულარული

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე...

უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა...

კალასი აშშ-სა და რუსეთს შორის შეთანხმებაზე: ვამზადებთ სანქციების ყველაზე მასშტაბურ პაკეტს

აშშ-სა და რუსეთს შორის დიზელის შესახებ შეთანხმება მოსკოვს უკრაინაში...

ღამის განმავლობაში მოსკოვის მიმართულებით თითქმის 500 დრონი დაფრინავდა – მოსკოვის მერი

რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ...

„ქართული ოცნება“ ევროკავშირს მოუწოდებს, ევროპულ გზას დაუბრუნდეს. რა განცხადებები გაკეთდა თბილისსა და ლუქსემბურგში

ლუქსემბურგში, ევროპის საკონფერენციო ცენტრში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე...

მე მათ ვუთხარი: „თქვენ თანახმა ხართ“- ტრამპი „ენერგეტიკულ ზავზე“

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, ოჰაიოში წინასაარჩევნო მიტინგზე გამგზავრებამდე, ჰკითხეს,...

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ძიუდოისტი ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონი გახდა. აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოში,...

ძამას ხეობაში ექსკურსიის ავტომობილი გზიდან გადავარდა

ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი,...

ყველა ამბავი

ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება: სერგეი ლავროვი

ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა...

უკრაინელებმა რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა  14–15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს."14–15 ოქტომბრის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სანაპირო დაცვის...

არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი – მეცოლა

"არ დანებდეთ. ევროკავშირი ყოველთვის ღია იქნება ხალხისთვის, ვინც იმედიანად არის განწყობილი" - ასე უპასუხა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ დღეს...

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“: ოპოზიციის ალიანსი

„საქართველო ივანიშვილის გარეშე! ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს!“ - ოპოზიციის ალიანსი განცხადებას ავრცელებს და 25 ოქტომბერს დიდი საპროტესტო კამპანიის დაწყებას,...

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დახურულია სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.წყლის ნაკადმა ავტომობილები წაიღო, მუშები კი ღამით სტიქიის ზონაში ჩარჩნენ. ქალაქის...

„საკმარისია“, – ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს

ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაახლებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Financial Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.„აკრძალვა მოხსნილია. ...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებული გიორგი ხატიაშვილის ექსტრადირება განხორციელდა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა...

რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე: მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დარღვეული შეთანხმება

15 ოქტომბრის ღამეს და გამთენიისას რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე ომის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ინტენსიური საჰაერო თავდასხმა განახორციელეს....

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან ომს საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ  უკრაინის პრეზიდენტის არჩევა...

„ამას აშშ-ის პრეზიდენტი წყვეტს“-მასკმა განმარტა, ვინ აკონტროლებს Starlink-ის სიჩქარეს

ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starlink-ის სიჩქარე არ შეუზღუდავს, რადგან Starshield-ის სისტემები აშშ-ის მთავრობას ეკუთვნის და მის კონტროლქვეშაა.მილიარდერმა ილონ მასკმა...

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს – ბერნემი

ზელენსკი ლონდონს ხელცარიელი არ დატოვებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ენდი ბერნემმა თემთა პალატაში ყოველკვირეული სესიის დასაწყისში კითხვებზე პასუხისას...

გროსუ: საქართველოს შურს მოლდოვისა, რადგან ჩვენ უფრო სწრაფად მივიწევთ ევროინტეგრაციისკენ

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარემ, იგორ გროსუმ განაცხადა, რომ, მისი აზრით, საქართველო ხშირად აკრიტიკებს მოლდოვას ევროპულ გზაზე ამ ორ ქვეყანას შორის...