ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას გეგმავს მას შემდეგ, რაც სისტემას კომერციული სიმძლავრეები დაემატება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა თომას რენიემ  ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და დააზუსტა, რომ უკრაინის ჩართვა შესაძლოა 2027 წლის დასაწყისში მოხდეს. მისი თქმით, პროგრამა ევროკავშირის სახელმწიფოების არსებულ სატელიტურ სიმძლავრეებს აერთიანებს და ამ რესურსებს შეუძლია უკრაინას რუსეთის მიმდინარე ომის პირობებში ხარისხიანი კავშირის შენარჩუნებაში დაეხმაროს.

Govsatcom-ის სისტემა 2026 წლის იანვარში ამოქმედდა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დაცული კომუნიკაციებით უზრუნველყოფს, განმარტავს ფრანგული გამოცემა Le Monde. პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ პროგრამის გაფართოება აუცილებელი მომსახურებების უზრუნველყოფას შესაძლებელს გახდის ევროპული სატელიტური დაჯგუფების, IRIS-ის, სრულფასოვან ამოქმედებამდე. ეს დაჯგუფება 300-ზე მეტი თანამგზავრისგან შედგება.

რენიეს თქმით, 2029 წლისთვის სისტემამ უნდა უზრუნველყოს როგორც საბაზისო კავშირი, ისე სამხედრო საჭიროებებისთვის განკუთვნილი მომსახურებები. თუმცა მან ევროპის შესაძლებლობები პირდაპირ არ შეადარა Starlink-ის სერვისის მიმართულებას, Starshield-ს, რომელსაც ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალები იყენებენ.

თავის მხრივ, დანიის პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა 15 ოქტომბერს  განაცხადა, რომ თუ აშშ-ს ევროპისა და ნატოს დაცვა სურს, მან უკრაინისთვის ამერიკული სისტემა Starlink-ის ხელმისაწვდომობა უნდა შეინარჩუნოს.

ბოლო დღეებში უკრაინას Starshield-თან დაკავშირებული პრობლემები შეექმნა

კიევზე რუსეთის ბოლო თავდასხმების დროს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აშშ-ისგან ბალისტიკური რაკეტების შესახებ მონაცემები კვლავ ვერ მიიღო. ამასთან, საუბარი იყო Starshield-ის მუშაობის შეზღუდვაზეც. „ამას შესაძლო შემდგომი შემზღუდავი ზომების სიგნალად განვიხილავთ“, — განუცხადა DW-ს უკრაინის მაღალი თანამდებობის პირმა ანონიმურობის პირობით.

შეფერხებები კიევსა და ვაშინგტონს შორის ურთიერთობების დაძაბვის ფონზე მოხდა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი უკრაინელი კოლეგა ვოლოდიმირ ზელენსკი დაადანაშაულა იმაში, რომ უკრაინამ თეთრი სახლის თხოვნები უგულებელყო და რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმებს განაგრძობს. თავის მხრივ, კომპანია SpaceX-ის მფლობელმა ილონ მასკმა განაცხადა, რომ Starshield-ის სიჩქარის შეზღუდვას აშშ-ის არმია ადგენს და არა უშუალოდ მისი კომპანია.

მასკის განცხადება პასუხი იყო უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, მიხაილო ფედოროვის კომენტარზე, რომელიც უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების Starlink-ის ქსელთან კავშირის ეტაპობრივ აღდგენას ეხებოდა. ფედოროვის ყოფილი მრჩევლის, სერჰი სტერნენკოს თქმით, 14 ოქტომბრის ღამეს Starlink-ის ინტერნეტი მუშაობას წყვეტდა, როდესაც უპილოტო აპარატის სიჩქარე 60–70 კმ/სთ-ს აღწევდა, ნაცვლად მანამდე მოქმედი 160 კმ/სთ-იანი ზღვრისა. შეზღუდვები, უპირველეს ყოვლისა, Starshield-ს შეეხო.

უკრაინის თავდაცვის ძალების ანგარიშების თანახმად, 15 ოქტომბერს, დღის განმავლობაში, Starshield-ის ტერმინალების მუშაობა „საველე პირობებში აღდგა და გრძელდება“. უწყებაში დასძინეს, რომ წინა დღეს დაფიქსირებული შეზღუდვების მიზეზებისა და გარემოებების დასადგენად პარტნიორებთან თანამშრომლობა გრძელდება.

პოპულარული

თბილისში ირანელი აქტივისტი დააკავეს

თბილისში ირანელი აქტივისტი მოჰამმად მაჰდი რაჰიმიანი დააკავეს და და...

უკრაინელებმა რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა  14–15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ექვსი Su-34M...

ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? რა მოვინანიო? – მანჯგალაძე საპროცესოზე

"ეს აბსურდი როგორ მოვინანიო? ან რა მოვინანიო?"- 4 ოქტომბრის...

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების რეკორდულ გაფართოებას ამზადებს

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სიების ყველაზე მასშტაბურ გაფართოებას ამზადებს...

უკრაინული დრონების თავდასხმის გამო პუტინის თვითმფრინავები მოსკოვში ვერ ეშვებოდნენ

დღეს, 9 ოქტომბერს, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებისა და მცირე...

სტამბოლში წყალდიდობას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დახურულია სკოლები

სტამბოლში ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას ორი ადამიანის სიცოცხლე...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში...

არგენტინიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულში ბრალდებულის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არგენტინის რესპუბლიკიდან საქართველოში ტრანსნაციონალურ...

ყველა ამბავი

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის, რათა ზამთრის დადგომამდე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ჩაშალოს, იუწყება...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში ცეცხლი გახსნა და სამი ბავშვი და მასწავლებელი მოკლა. მოგვიანებით ის...

ზელენსკის განცხადებით, პოლონეთმა გადასცა დახმარება, რომელიც კიევის ცის დაცვაში დაეხმარებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით დახმარების პაკეტი გადასცა, რომელიც შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებსაც...

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,...

კრემლმა აშშ-თან შეთანხმების საფუძველზე დიზელის ექსპორტი აღადგინა

კრემლის განცხადებით, რუსული დიზელის საექსპორტო მიწოდება გლობალურ ბაზარზე ოფიციალურად აღდგა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მიღწეულ შეთანხმებას,...

ტრამპმა ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენება გააუქმა

ამერიკის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ფორტ-ჰუდის სამხედრო ბაზაზე 13 სამხედროს მკვლელობაში ბრალდებული, აშშ-ის არმიის ყოფილი მაიორის, ნიდალ ჰასანის სიკვდილით დასჯის...

მოვითხოვ დავესწრო პროცესს და მოღალატეებს პირში ვუთხრა სათქმელი – ხაბეიშვილი ბათუმში ბადრაგირებასითხოვს

ენმ-ის  პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევანი ხაბეიშვილი  ბათუმში ბადრაგირებას ითხოვს,  რათა საკონსტიტუციო სასამართლოში მისი პოზიცია დააფიქსიროს.შესაბამისი განცხადება ხაბეიშვილის სოციალურ...

ცეცხლის შეწყვეტა არ იქნება: სერგეი ლავროვი

ბაქოში, აზიის თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის ღონისძიებების თათბირის (CICA) სამიტის ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა...

საქართველო ევროპული საბჭოს სამიტის მიღმა: გზავნილები ბრიუსელიდან

ბრიუსელი ევროპული საბჭოს ორდღიან სამიტს მასპინძლობს. ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი პირები ეკონომიკურ დისბალანსზე, ენერგეტიკულ კრიზისზე, უკრაინის მხარდაჭერასა და ახლო...

უკრაინელებმა რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს

უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა  14–15 ოქტომბრის ღამეს რუსეთის ექვსი Su-34M ტიპის ბომბდამშენი გაანადგურეს."14–15 ოქტომბრის ღამეს უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სანაპირო დაცვის...