24 საათში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს – გენშტაბი

ბოლო ერთ დღეში უკრაინელმა დამცველებმა მტრის თავდასხმები ორი რეგიონის 6 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის რეგიონის ბერესტოვოს დასახლებაში და დონეცკის რეგიონის ბახმუტსკოეს, ივანჰრადის, კლიშივკას, პერვომაისკესა და მარინკას დასახლებულ პუნქტებში.

მტერმა 35-ზე მეტ დასახლებას დაარტყა. კერძოდ, კიევს, ოდესას, მიკოლაივის ოლქებს. ასევე დონეცკის ოლქში ბილოჰორივკას, ტერნის, კრასნოჰორივკას, მარინკას და ხერსონის ოლქში ნოვა კამიანკასა და ბილოჰირკას. ბოლო 24 საათის განმავლობაში, მტერმა 10 სარაკეტო და 58 საჰაერო დარტყმა განახორციელა,” – განაცხადა გენერალურმა შტაბმა.