24 საათში უკრაინას ჰაუბიცები, ჭურვები და უპილოტო საფრენი აპარატები მიეწოდება

პენტაგონი აცხადებს, რომ ამერიკიდან, 24 საათში უკრაინას ჰაუბიცები, ჭურვები და უპილოტო საფრენი აპარატები მიეწოდება. ამის შესახებ, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი Twitter-ზე წერს.

უახლოეს 24 საათში, უკრაინის მიმართულებით 12-ზე მეტი რეისია დაგეგმილი. იარაღის ახალი პარტია მოიცავს ჰაუბიცებს, ჭურვებს, ფენიქსის დრონებსა და რადარებს.