27 სექტემბერს NASA-ს კოსმოსური ხომალდი ასტეროიდს დაეჯახება

NASA-ს ერთ-ერთი ხომალდის, სახელად DART-ის (Double Asteroid Redirection Test)  კოსმოსში გაშვებიდან 10 თვის თავზე, ასტეროიდს გამიზნულად შეეჯახება. როგორც ცნობილია ხომალდი დაგეგმილ შეჯახებას, საკუთარ სამიზნეზე დღეს, 26 სექტემბერს მიუახლოვდა. როგორც გამოცემა Reuters-ი იუწყება, ეს არის მსოფლიოში პირველი პლანეტარული თავდაცვის სისტემის ტესტი, რომელიც შექმნილია დედამიწასთან განკითხვის დღის შეჯახების თავიდან ასაცილებლად.

NASA-ს კოსმოსური ხომალდი DART 27 სექტემბერს, საქართველოს დროით დილის 03:14 საათზე, ასტეროიდს გამიზნულად დაეჯახება.

ხომალდის წონა დაახლოებით 500 კილოგრამია, ის ასტეროიდს წამში ექვსი კილომეტრის სიჩქარით დაეჯახება. DART-ის სამიზნე ასტეროიდი Didymoon-ია. ეს 150 მეტრის სიმაღლის კოსმოსური ქვაა, რომელიც მეორე, უფრო დიდი ასტეროიდის, Didymos-ის გარშემო ბრუნავს.

ეს არის მსოფლიოში პირველი მცდელობა შეიცვალოს ასტეროიდის, ან ნებისმიერი ციური სხეულის მოძრაობა. დართსის მიზანია, შეამოწმოს რამდენად რთული იქნება ისეთი ასტერიდისთვის მიმართულების შეცვლა, რომლის მომავალში დედამიწასთან შეჯახების საფრთხე შეიძლება არსებობდეს.

პირდაპირი ეთერი :