5 წლის ბიჭმა ალმოდებული სახლის ფანჯრიდან 2 წლის და გამოიყვანა, შემდეგ კი ძაღლი და მთელი ოჯახი გადაარჩინა

5 წლის ბიჭმა ჯორჯიის შტატიდან მაშინ გაიღვიძა საკუთარ საძინებელ ოთახში, როცა სახლი ცეცხლში იყო გახვეული, თუმცა პანიკაში არ ჩავარდნილა. მან მთელი ოჯახი გადაარჩინა.

5 წლის ნოე ვუდსს საპატიო მეხანძრეს უწოდებენ. მან დღეს მაშველების იშვიათი ჯილდო მიიღო გმირობისთვის. ასეთ ჯილდოს მხოლოდ პროფესიონალ მეხანძრეებს აძლევენ.ნოე ვუდსი ჯორჯიის შტატიში, ბარტოუს ოლქში რვა წევრიან ოჯახში ცხოვრობს. ღამით კვალმა და ცეცხლის ალმა გააღვიძა საძინებელში, სადაც მისი 2 წლის დასთან ერთად ეძინა. საწოლიდან წამოხტა, დას ხელი დასტაცა და სახლიდან ერთადერთი შესაძლებელი გზით – ღია ფანჯრიდან გადაძვრა. ამის შემდეგ კი კვლავ შებრუნდა სახლში ძაღლის გამოსაყვანად. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ძაღლი უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანა, გაიქცა და მეზობლად მდებარე ბიძის სახლში და დასახმარებლად უხმო. მათ მთელი ოჯახის გაღვიძება და სახლიდან გამოყვანა შეძლეს, სანამ ცეცხლი მთელ სახლს მოედებოდა.

“ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვებს აუტეხავთ განგაში და ოჯახი გაუფრთხილებიათ, თუმცა ის, რაც ამ ბიჭმა ჩაიდინა 5 წლის ბავშვისთვის ძალიან უჩვეულოა. ძალიან ყურადღებიანი და საზრიანი უნდა იყო რომ ეს გააკეთო.“– ამბობს ოლქის სახანძრო სამსახურის უფროსი, ბარტოუ დუეინი.

როგორც გაირკვა, ცეცხლი ნოეს ოთახში ელექტრო ჩამრთველის გადახურების შედეგად გაჩნდა. მეხანძრეები ადგილზე დროულად მივიდნენ. მათ დახმარება აღმოუჩინეს ნოეს და მისი ოჯახის ოთხ წევრს, რომლებსაც მცირე დაზიანებები ქონდათ.

“ღმერთის წყალობით, მთელმა ოჯახმა სახლიდან გამოღწევა მოახერხა. ის რომ არ ყოფილიყო, დღეს აქ არ ვიქნებოდით“ – ამბობს ნოეს ბაბუა.

იმის გამო, რომ ოჯახს სახლი დაეწვა, ისინი დროებით თავშესაფარში ცხოვრობენ და სპეციალურ საქველმოქმედო ვებგვერდზე სახლის აღსადგენად თანხას აგროვებენ. საჭირო 75 000 დოლარიდან მათ უკვე მოაგროვეს 20000 დოლარი.