არ მაქვს ინფორმაცია, ბუსა ჟვანიამ თვითონ მიიყენა დაზიანება თუ სხვა პირმა მიაყენა -ლევან თოფაძის ადვოკატი

თოფაძეების ოჯახის ადვოკატის, გიორგი ანთაძის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია, ვინ დაჭრა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, რომელიც ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის ფაქტზეა დაკავებული.

„მე როგორც ვიცი, ჟვანიასაც აქვს დაზიანება მიღებული, მაგრამ თვითონ მიიყენა, თუ სხვა პირმა მიაყენა, ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მაქვს. ლევანს არავისთვის არ მიუყენებია ჭრილობა“, – განუცხადა ადვოკატმა ჟურნალისტებს.

ცნობისთვის, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილი ლევან თოფაძე დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე დაკავებულია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია. დაჭრილია თავად ჟვანიაც.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

პოპულარული

დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! – კალაძე

"დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით...

კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელების სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ხუთშაბათს...

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი“ მგზავრებს დროებით ვერ ემსახურება

მეტროსადგური „თავისუფლების მოედანი” დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს.თბილისის სატრანსპორტო კომპანიის...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე...

Reuters:რუსული ბოტები საფრანგეთში საპროტესტო აქციების დროს ვითარების გამწვავებას ცდილობდნენ

როგორც Reuters იუწყება, დეზინფორმაციის საკითხებზე მომუშავე ევროპელი სპეციალისტების ანალიზის...

დახურეს პროცესი და დამალეს მასალები, სახელმწიფომ თავად აიღო პასუხისმგებლობა ამ დანაშაულზე – ღარიბაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს,...

სენაკის მუნიციპალიტეტში ჩადენილი განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

სენაკის მუნიციპალიტეტში, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს...

წინსვლა თუ ჩიხი-ვის აგზავნის რუსეთი აბუ-დაბიში მოლაპარაკებებზე

უკრაინასა და აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის მოსკოვმა დელეგაციაში დიპლომატები და სამხედროები...

ყველა ამბავი

მამუკა ხაზარაძე, სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოჰყვა

პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სამხრეთ ამერიკაში ავარიაში მოყვა.შემთხვევა ოთხი დღის წინ მოხდა, როდესაც მამუკა ხაზარაძე შვილთან,...

ნურმაგომედოვების გუნდს პატიმრობა მიესაჯა, დვალიშვილი და ლაზიშვილი კი გათავისუფლდებიან

ნურმაგომედოვების გუნდის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000-იანი ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ. რაც შეეხება მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს — ისინი...

კუშნერმა განაცხადა, რომ რუსეთი ევროპელების სამშვიდობო მოლაპარაკებებში მონაწილეობას დათანხმდა

აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ჯარედ კუშნერმა და სტივ უიტკოფმა, ხუთშაბათს მოსკოვში ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებები გამართეს, რის შემდეგაც დუბლინში ვოლოდიმირ ზელენსკის...

უკრაინამ ვოლგოგრადში “ლუკოილის” ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე იერიში მიიტანა

12-13 ნოემბრის ღამის საათებში უკრაინული დრონებით იერიშის შემდეგ რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადში "ლუკოილის" ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გაჩნდა. თავდასხმის შესახებ ინფორმაციის...

გურამ როგავაზე თავდამსხმელ სპეცრაზმელს 5 წელი მიესაჯა

ჟურნალისტ, გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელ გურამ (გოგა) კირკიტაძეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით საქმიანობის უფლების შეზღუდვა...

ვცადეთ რუსეთი დაგვეყოლიებინა, ჩვენსინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე. პასუხად მივიღეთ რომ რუსეთის ლიდერი გარაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს – ზელენსკი

"ვცადეთ რუსეთი დაგვეყოლიებინა, ჩვენსინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეწყვეტაზე. პასუხად მივიღეთ რომ რუსეთის ლიდერი გარაზებულია და დარტყმების გაგრძელება სურს" - უკრაინის პრეზიდენტმა...

მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა..ესეთი ცენზურა ეკლესიასთან მიმართებაში, ალბათ მარტო კომუნისტების დროს იქნებოდა – არქიმანდრიტი დოროთე

მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა - ამის შესახებ არქიმანდრიტიმა დოროთემ (ყურაშვილი) განაცხადა."მეუფე იობმა “ქართულ ოცნებას“ ნიღაბი ჩამოხსნა. მან...

როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა – კობახიძე

"როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა " - ამბობს ქართული ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე"ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის...

მეუფე იობის მიმართ ზოგიერთი გამონათქვამი სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას – ჯაღმაიძე

მეუფე იობის ქადაგების შემდეგ ვნახეთ ზოგიერთი გამონათქვამი მისი მისამართით, რაც სცილდება ქრისტიანულ მორალს და ლექსიკას. მეტიც, ასეთი ლექსიკით იერარქის...

ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს – ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

"ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს" - ცოტნე ივანიშვილი მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერას უცხადებს „ინსტაგრამზე“ მერაბ დვალიშვილთან...

დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! – კალაძე

"დვალიშვილის მიმართ ასეთი საქციელი არაფერში არ ჯდება!მერაბ, შენ გვერდით ვართ! "- თბილისის მერი კახა კალაძე მერაბ დავლიშვილს სოციალურ ქსელში...

დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემოებაში ორი პირის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს."გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა...