ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული, რომელსაც ფონიჭალაში 4 ადამიანი ემსხვერპლა 25 წლის ქალია

ფონიჭალაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალდებული დაკავებულია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, დაკავებული ფონიჭალის დასახლებაში ავტომანქანით დაეჯახა ქვეითად მოსიარულე 7 პირს, მათგან 4 ადამიანი გარდაიცვალა.  მძღოლმა კი შემთხვევის ადგილი დატოვა და მიიმალა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში, მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებისას შეეჯახა გზის გვერდულზე გაჩერებულ ავტომობილს და ქვეითად მოსიარულე 7 პირს, რომელთაგან ორი( 4 წლის და 11 წლის ბავშვები) მიყენებული ტრავმების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, ორი დაშავებული  კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ. დაშვებულთა და გარდაცვლილთა ნაწილი ერთი ოჯახის წევრები არიან. ისინი ქორწილის შემდეგ სახლში ბრუნდებოდნენ. სამი დაშავებული ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კლინიკაში რჩება.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის ადგილსამყოფელის დადგენა მალევე შეძლეს და იგი ფონიჭალის ტერიტორიაზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 128-ე მუხლით და 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაცდელში მიტოვებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოპულარული

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს...

კრემლმა აშშ-თან შეთანხმების საფუძველზე დიზელის ექსპორტი აღადგინა

კრემლის განცხადებით, რუსული დიზელის საექსპორტო მიწოდება გლობალურ ბაზარზე ოფიციალურად...

რუსეთის მასშტაბური საჰაერო იერიში უკრაინაზე: მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში და დარღვეული შეთანხმება

15 ოქტომბრის ღამეს და გამთენიისას რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქებზე...

ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვას ურჩევს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არ...

არც ტრამპს, და არც სხვა ვინმეს მსოფლიოში არ შეუძლია უკრაინის პრეზიდენტის არჩევა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გადადგომას არ აპირებს, რადგან...

გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა – ადვოკატი

"გიორგი დავითაძეზე ზეწოლა გრძელდება, ორმა ბადრაგმა ფანჯრიდან აგინა"-ადვოკატის, მარიკა...

რომის პაპის ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა. მას სიმსივნე ამოჰკვეთეს

წმინდა საყდრის ოფიციალური ინფორმაციით, რომის პაპი ლეო XIV წარმატებული...

ციხის ხელმძღვანელობაზე თავდასხმისა და შეურაცხყოფის ბრალდებით პატიმრებს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარუდგინა. მათ N6 პენიტენციური დაწესებულების...

ყველა ამბავი

გიორგი კირვალიძე იზოლატორის დატოვებისას ისევ დააკავეს

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული, სპორტსმენი გიორგი კირვალიძე 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის ამოწურვის შემდეგ, გურჯაანის იზოლატორის დატოვებისთანავე დააკავეს. როგორც მის...

TV იმედის მფლობელი მაგდა ანიკაშვილიც გახდა – სამმა ყოფილმა მფლობელმა წილი გაასხვისა

საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ "იმედის მფლობელი კომპანიის მეწილეების ცვლილება დღეს, 16 ოქტომბერს დაარეგისტრირა. ინფორმაციას BMG ავრცელებს.  ცვლილების თანახმად ტელეკომპანია იმედის 100%-იანი...

ევროკავშირი წყვეტს ხელისუფლების დაფინანსებას და მხარდაჭერას მოსახლეობისკენ მიმართავს

საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლის გამო, ევროკავშირი აღარ აფინანსებს საქართველოს ხელისუფლებას, თუმცა განვაგრძობთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერას - ამის შესახებ განცხადებას...

ირაკლი კობახიძე ირანის პრეზიდენტს შეხვდა

"ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ერევანში, ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს შეხვდა."შეხვედრაზე, რომელიც გაეროს ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ კონვენციის...

2025 წელს „იმედის“ წილი ნაციონალური ტელევიზიებისთვის განკუთვნილ საბიუჯეტო კონტრაქტებში 65.21% იყო – MDF

 მედიის განვითარების ფონდის (MDF) ახალი კვლევის მიხედვით, 2025 წელს საქართველოში სატელევიზიო რეკლამიდან მიღებული შემოსავლების თითქმის 83% სახელისუფლებო სარედაქციო პოლიტიკის...

ვატო ყიფიანი და “კაწრო” ბრალს არ აღიარებენ და დუმილის უფლებით სარგებლობენ

ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ვახტანგ ჟვანია (იგივე ვატო ყიფიანი), "კაწრო" ავთანდილ ბილანიშვილი  და შოთა ყიფიან ბრალს არ აღიარებენ და  დუმილის...

CNN: აშშ-მა შესაძლოა ირანის წინააღმდეგ „ყველა ბომბის დედა“ გამოიყენოს

ამერიკელმა სამხედროებმა დარტყმების ახალი გეგმები შეიმუშავეს, რომლებიც ირანის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისა და ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად ე.წ. „ყველა ბომბის დედის“ შესაძლო...

Bloomberg-ის წყაროები: დიდი ბრიტანეთი ზამთრამდე უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის რაკეტებს გაუგზავნის

გაერთიანებული სამეფო უკრაინას დამატებით Storm Shadow-ის ფრთოსან რაკეტებს მიაწვდის, რათა ზამთრის დადგომამდე უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები ჩაშალოს, იუწყება...

აშშ-ში დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად სამი ბავშვი და ერთი ზრდასრული დაიღუპა

ორეგონის შტატის ქალაქ ბენდში 16 წლის მოზარდმა დაწყებით სკოლაში ცეცხლი გახსნა და სამი ბავშვი და მასწავლებელი მოკლა. მოგვიანებით ის...

ზელენსკის განცხადებით, პოლონეთმა გადასცა დახმარება, რომელიც კიევის ცის დაცვაში დაეხმარებათ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, პოლონეთმა უკრაინას რუსეთის თავდასხმებისგან თავდაცვის მიზნით დახმარების პაკეტი გადასცა, რომელიც შეიცავს ისეთ ელემენტებს, რომლებსაც...

ევროკავშირი უკრაინისთვის Starlink-ის ალტერნატივად Govsatcom–ს განიხილავს

ევროკომისია უკრაინის თავის დაცულ სატელიტურ საკომუნიკაციო სისტემაში, Govsatcom-ში, ჩართვას გეგმავს მას შემდეგ, რაც სისტემას კომერციული სიმძლავრეები დაემატება. ამის შესახებ...

ვატო ყიფიანი და ავთო ბილანიშვილი, იგივე „კაწრო” დააკავეს

ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს.როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ბრალდებით,...