ტრამპის ყოფილი წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიევს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაწვას ურჩევს

უკრაინის საკითხებში აშშ-ის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტრამპმა უკრაინას უღალატა. ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ამერიკის პრეზიდენტის მოწოდებაზე — არ დაარტყან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს — სწორი პასუხი ამ ქარხნებზე დარტყმების გაგრძელებაა.

უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი, გენერალი კიტ კელოგი, არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ინიციატივა მოსკოვის მხარეს გადადის, მათ შორის აშშ-სთან დადებული დიზელის საწვავის გარიგების გამო. ამის შესახებ მან ორშაბათს, 12 ოქტომბერს, ვარშავაში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში DW-სთან ინტერვიუში განაცხადა. მან უკრაინელ სამხედროებს ურჩია, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარის მიუხედავად, განაგრძონ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების განადგურება.

კელოგმა თავისი პოზიცია იმით ახსნა, რომ, მისი შეფასებით, „დიზელის შეთანხმება“ საწვავის უკიდურესად მცირე მოცულობის მიწოდებას ეხება. „ეს გარიგება უფრო მეტად აშშ-ის შიდა მიზეზებითაა განპირობებული და მიზნად ისახავს იმის ჩვენებას, რომ რაღაც ზომები მიიღება“, — განმარტა ამერიკელმა გენერალმა.

ის არც მოსაზრებას იზიარებს, რომ თეთრი სახლის ხელმძღვანელმა „უკრაინას უღალატა“. მისი აზრით, ევროპაში ისინი, ვინც ასე ფიქრობენ, ცდებიან. შესაბამის კითხვას გენერალმა კელოგმა საპასუხო რიტორიკული კითხვებით უპასუხა: „რატომ ყიდულობს ევროპა დღემდე თავისი ნავთობის 3%-ს რუსეთისგან? რატომ შემოდის თხევადი ბუნებრივი აირის 15% კვლავ რუსეთიდან? ნიშნავს ეს, რომ თქვენც უღალატეთ უკრაინას?“

კიტ კელოგი: დანებება არ შეიძლება

უკრაინის საკითხებში ტრამპის ყოფილმა სპეციალურმა წარმომადგენელმა აღიარა, რომ თუ ვითარება არ შეიცვლება, კიევმა შესაძლოა ომი წააგოს. „მაგრამ არ შეიძლება უბრალოდ განზე დარჩე. დანებება არ შეიძლება, — დარწმუნებულია ის. — პუტინი სწორედ ამას ცდილობს: რომ ხელი ჩაიქნიოთ. ამის საშუალება არ უნდა მისცეთ“.

ამასთან, კიტ კელოგმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ნაბიჯებს, რომლებიც, მისი აზრით, რუსეთს აიძულებს, საკუთარი ქმედებებისთვის სულ უფრო მაღალი ფასი გადაიხადოს.

კითხვაზე, როგორ უნდა უპასუხოს კიევმა დონალდ ტრამპის მოწოდებებს ვოლოდიმირ ზელენსკისადმი, რომ არ დაარტყას რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, ამერიკელმა გენერალმა მოკლედ უპასუხა: „დაწვით ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები“.

პოპულარული

ტრამპი დაიმუქრა, რომ დემოკრატების გამარჯვების შემთხვევაში „მისტერ ვეტო“ გახდება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, კონგრესზე კონტროლის დემოკრატიული პარტიის...

მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია – გახარია პარტიების აკრძალვაზე

"მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია" -  ასე აფასებს, პარტია "გახარია-საქართველოსთვის"...

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა კაცს, რომელმაც არასრულწლოვანი გერი გააუპატიურა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვანი გერის გაუპატიურების და იძულების ფაქტებზე...

ჩეხეთში საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ბიუჯეტზე მიბმას აპროტესტებენ

ჩეხეთის მმართველი კოალიცია, პრაღაში გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციებისა და...

ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია – ხოშტარია

"ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკური ანგარიშწორების მსხვერპლია" - "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის...

საგარეო ევროკომისიის ანგარიშს “ფაქტობრივ უზუსტობებს და მცდარი შეფასებებს” უწოდებს

"ფაქტობრივი უზუსტობებით და მცდარი შეფასებებით ევროკომისიის ანგარიში ხელს უწყობს...

ყველა ამბავი

FT: ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნები რუსეთის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ალიანსს შექმნიან

დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, დანია და ჩრდილოეთ ევროპის სხვა ქვეყნები რუსეთის აგრესიის შესაკავებლად სამხედრო-საზღვაო ძალების პარტნიორობის შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს....

„დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“ — ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შაბათს სოციალურ ქსელ Truth Social-ში გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც შერეული ორთაბრძოლების (MMA) პრომოუტერსა და UFC-ის ხელმძღვანელს,...

ოპერაცია „კართაგენი“: ზელენსკიმ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები დააანონსა

ოპერაცია „კართაგენის“ შესახებ ახალი დეტალების გამოქვეყნების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში საკადრო ცვლილებები იგეგმება....

FT: აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარებას ამზადებენ

შუალედურ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-ის კონგრესში დემოკრატები უკრაინისთვის დაახლოებით 15 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებენ. ამის...

სროლა კრაკოვის ცენტრში: ექვსი ადამიანი დაიღუპა, 15 დაიჭრა

შაბათს,  პოლონეთის ქალაქ კრაკოვის ცენტრში სროლა მოხდა. საგანგებო სამსახურების ინფორმაციით, ექვსი ადამიანი დაიღუპა, კიდევ 15 კი დაიჭრა. დაზარალებულთა შორის...

ევროპის სპეცსამსახურები იკვლევენ რუსეთის შესაძლო კავშირს თვითმფრინავების მიმართ მუქარებთან

ევროპის სპეცსამსახურები იძიებენ თვითმფრინავების ბორტებზე ბომბების არსებობის შესახებ ანონიმური შეტყობინებების ტალღას. საბოლოო დასკვნები ჯერ არ არსებობს, თუმცა სადაზვერვო საზოგადოების...

ვრჩები ისევ ჩემი ალისკას იმედზე, რომელიც ამერიკის მოქალაქეა.სწორედ მას ვამზადებ სენატორად და ვინ იცის იქნებ პრეზიდენტადაც კი-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შუალედურ არჩევნებს ვრცელ სტატუსს უძღვნის ფეისბუქზე. ის თვლის, რომ ზოგადად ამერიკის პოლიტიკოსების მნიშვნელოვანი...

ღარიბაშვილის ოჯახის თქმით მას ციხეში შვილების ნახვის უფლებას არ აძლევენ

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში მყოფ ირაკლი ღარიბაშვილის სიძის, ალექსანდრე თამაზაშვილის განცხადებით, ღარიბაშვილს შვილების ნახვის საშუალებას არ აძლევენ.როგორც თამაზაშვილი სოციალურ...

კენიის სასამართლომ სექტის ლიდერს 200 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

მქადაგებელი პოლ მაკენზი 190 ბავშვისა და ერთი ზრდასრული ადამიანის მკვლელობაში დამნაშავედ ცნეს. ის თავის მიმდევრებს მოუწოდებდა, სიკვდილამდე ეშიმშილათ, რათა...

ომი წამგებიანი ხდება–რუსეთის რეგიონები სამხედროებისთვის განკუთვნილ გადახდებს ამცირებენ

ფედერალური ცენტრი ომისთვის ფულს არ იშურებს, თუმცა რეგიონებს მის მონაწილეებზე ეკონომიის გაკეთება უწევთ. როგორ ამწვავებს საბიუჯეტო კრიზისი წინააღმდეგობებს მოსკოვსა...

ფინეთმა შესაძლოა რუსეთის მოქალაქეებს ქვეყანაში შესვლა სრულად აუკრძალოს

ფინეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრების შესაძლებლობას განიხილავს და არც სრულ აკრძალვას გამორიცხავს. ახალი დისკუსიის საბაბი ლოზანის სასამართლოს...

ისრაელის პრეზიდენტი კვირას გამოაცხადებს, ვინ ჩამოაყალიბებს ახალ მთავრობას: ნეთანიაჰუს პოზიციები სუსტდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ძალაუფლების დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშე დადგა.ქვეყნის პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა ახლად არჩეულ პარტიებთან შეხვედრები გამართა, რის...