აშშ-ის კონგრესში რუსული ნავთობის შესყიდვის აკრძალვის შესახებ კანონპროექტს წარადგენენ

წარმომადგენელთა პალატის წევრის, ბრაიან ფიცპატრიკის თქმით, „რონალდ რეიგანის კანონი — მშვიდობა ძალის მეშვეობით“ მიმართული იქნება „რუსული ნავთობის ნებისმიერი შესყიდვის აკრძალვისკენ“. კონგრესში აკრიტიკებენ ტრამპის გადაწყვეტილებას რუსეთიდან დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ.

აშშ-ის კონგრესში განსახილველად წარადგენენ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც „რუსული ნავთობის ნებისმიერი შესყიდვის აკრძალვას“ ითვალისწინებს. ამის შესახებ შაბათს, 10 ოქტომბერს, სოციალურ ქსელ X-ში განაცხადა წარმომადგენელთა პალატის წევრმა ბრაიან ფიცპატრიკმა, რესპუბლიკელმა პენსილვანიის შტატიდან.

მისი თქმით, დოკუმენტს ერქმევა „რონალდ რეიგანის კანონი — მშვიდობა ძალის მეშვეობით“.

კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე განსახილველად წარედგინება საპარლამენტო პროცედურის — discharge petition-ის — გამოყენებით. ეს პროცედურა რიგით კანონმდებლებს საშუალებას აძლევს, კანონპროექტი პალატის სრული შემადგენლობის კენჭისყრაზე გაიტანონ იმ პროფილური კომიტეტის ან სპიკერის გვერდის ავლით, რომლებიც მის განხილვას ბლოკავენ. ამისთვის საჭიროა სულ მცირე 218 კანონმდებლის, ანუ აბსოლუტური უმრავლესობის ხელმოწერა.

„ის [კანონპროექტი — რედ.] ხმათა დიდი უმრავლესობით იქნება მიღებული“, — მიიჩნევს ფიცპატრიკი. წარმომადგენელთა პალატის წევრმა დონ ბეიკონმა, რესპუბლიკელმა ნებრასკის შტატიდან, უკვე აღნიშნა, რომ დოკუმენტს მხარს დაუჭერს. მან ასევე გააკრიტიკა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება რუსეთისგან დიზელის საწვავის შესყიდვის შესახებ.

ტრამპი და პუტინი რუსეთიდან დიზელის მსოფლიო ბაზარზე მიწოდებაზე შეთანხმდნენ

მანამდე, 9 ოქტომბერს, თეთრი სახლის ხელმძღვანელმა განაცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან „ძალიან წარმატებული“ მოლაპარაკებების შესახებ, რომლის დროსაც მიღწეული იქნა შეთანხმება რუსული დიზელის აშშ-სა და მსოფლიო ბაზარზე მიწოდებაზე.

პუტინმა ოფიციალურად დაადასტურა ტრამპთან სატელეფონო საუბარი და მიღწეული შეთანხმებები.

„მსოფლიო ენერგეტიკაში არსებული მდგომარეობის განხილვისას რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, ამერიკულ და მსოფლიო ბაზრებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები მიაწოდოს. დარწმუნებული ვარ, ეს მთელ გლობალურ ეკონომიკაზე დადებითად აისახება“, — ნათქვამი იყო რუსეთის პრეზიდენტის განცხადებაში.

პოპულარული

როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა – კობახიძე

"როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა "...

მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ ჩემმა ძმებმა დამასწრეს – დაღსტნელი მოჭიდავე

"მერაბთან სასაუბროდ მივედი, მან კი დამარტყა, შემაგინა..ვეძებდი შესაძლებლობას, შევხვედროდი,მაგრამ...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული...

რუსები ამბობენ, რომ დონბასი დაიკავეს, სინამდვილეში ჩვენ კონტროლქვეშაა. პუტინი სხვა რეალობაში ცხოვრობს – ზელენსკი

"რუსები თვლიან და ამტკიცებენ, თითქოს უკვე ოკუპირებული აქვთ დონბასის...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე...

დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა გაერთიანებული საამიროების ხელისუფლებას – კობახიძე

"დვალიშვილმა და ლაზიშვილმა დატოვეს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება.. მადლობა არაბთა...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...