“ჯობია, ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე – სახელმწიფო”- ასე ეხმაურება ქართული ოცნების პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებას, რომელმაც საქართველოზე მკაცრი შეფასება გააკეთა და მდგომარეობა დაგმო.
“მე მგონია, ჯობია მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო. ეს არჩევანი იყო სინამდვილეში გასაკეთებელი. ჩვენ რომ მოგვესმინა და დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო. ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვაა, საქართველო ასევე დიდი ალბათობით ახალ სამხედრო დაპირისპირებაში შევიდოდა რუსეთთან და დღეს ისევე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორიც უკრაინაა. ასე რომ, მთავარი ცოდვა, ბრჭყალებში, რაც მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე არის ის, რომ მათ რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხი ამით რჩება მოგებული”, – თქვა პაპუაშვილმა.


