ძამის ხეობაში ვიზიტორების მანქანა გზიდან გადავარდა. დაშავდა 6 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი – ინფორმაციას “ქართლის ამბები ავრცელებს”.
დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“ექვსი პირი იყო დაშავებული, მათ შორის, 4 ბავშვი. ნაწილი გაეწერა, ორი ისევ აგრძელებს მკურნალობას.” – აცხადებს კლინიკის ექიმი
შსს-ს განცხადებით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს მოძრაობის წესების დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.


