რომის პაპს ფილტვში კვანძის აღმოჩენის შემდეგ ოპერაცია ჩაუტარდება

რომის პაპმა ლეო XIV-მ კვირას განაცხადა, რომ ექიმებმა მის ფილტვში მცირე წარმონაქმნი აღმოაჩინეს და მიმდინარე კვირაში მისი ამოღების ოპერაცია ჩაუტარდება.

Reuters-ის შეფასებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც 71 წლის პონტიფიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობამ მისი პაპობის პერიოდში შესაძლოა შეშფოთება გამოიწვიოს.

„ცოტა ხნის წინ, სამედიცინო გამოკვლევების დროს, ექიმებმა ჩემს ფილტვში ლოკალიზებული მცირე კვანძი აღმოაჩინეს,“ — განაცხადა პონტიფიკოსმა წმინდა პეტრეს მოედანზე ყოველკვირეული საკვირაო ლოცვისას. — „ის ყველაზე ადრეულ სტადიაზე აღმოაჩინეს და კარგად არის ლოკალიზებული.“

ფილტვის კვანძი ფილტვში წარმოქმნილი პათოლოგიური წარმონაქმნია. ექიმების მონაცემებით, ფილტვის კვანძების 5%-ზე ნაკლები აღმოჩნდება ავთვისებიანი. რისკი ასაკთან ერთად და სხვა ფაქტორების ზემოქმედებით იზრდება.

„ექიმები მიიჩნევენ, რომ ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია, ამიტომ მათი რჩევის გათვალისწინებით გადავწყვიტე, წარმონაქმნის ამოსაღებად ოპერაცია გავიკეთო,“ — განაცხადა რომის პაპმა. — „ოპერაცია უკვე დაგეგმილია უახლოეს დღეებში.“

ვატიკანის პრესმდივანმა მატეო ბრუნიმ მედიას განუცხადა, რომ „ოპერაცია მომავალი კვირის პირველ დღეებშია დაგეგმილი“. მისი თქმით, მოსალოდნელია, რომ გამოჯანმრთელებას დაახლოებით ერთი კვირა დასჭირდება.

საინფორმაციო პორტალ Vatican News-ის ცნობით, ოპერაცია რომის „ჯემელის“ კლინიკაში ჩატარდება. ამ საავადმყოფოში სპეციალური პაპის პალატა მას შემდეგ მოეწყო, რაც 1981 წლის მაისში პაპ იოანე პავლე II-ზე წარუმატებელი თავდასხმა განხორციელდა. აღნიშნული პალატა დღემდე გამოიყენება.

ლეო XIV კათოლიკური ეკლესიის მეთაურისთვის შედარებით ახალგაზრდაა. Reuters-ის ცნობით, ის სპორტით, მათ შორის ჩოგბურთითაა გატაცებული და, რამდენადაც ცნობილია, მანამდე ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია.

მისი წინამორბედი, პაპი ფრანცისკე, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

პაპმა ლეო XIV-მ, რომლის დაბადების სახელია რობერტ ფრენსის პრევოსტი, 2025 წელს პაპი ფრანცისკე შეცვალა. იგი წმინდა პეტრეს 267-ე მემკვიდრე და პირველი ამერიკელი პაპი გახდა. სასულიერო პირად 1982 წელს აკურთხეს და მრავალი წლის განმავლობაში პერუში მისიონერად მსახურობდა.

პოპულარული

ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის  მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით,  დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს,...

დავით ფეიქრიშვილზე ძალადობის საქმეზე ბრალდებულებს – გიორგი პატარიძესა და რამაზ ფირცხალავას აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდათ

დავით ფეიქრიშვილის მიმართ ციხის საკანში განხორციელებული ძალადობის საქმეზე ბრალდებულების,...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი,...

აშშ–ში ფრენების 4 საათიანი აკრძალვის მზეზად აღჭურვლობის გადატვირთვა დასახელდა

კავშირგაბმულობის სისტემაში შეფერხება, რის გამოც აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე თვითმფრინავების...

ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს – ცოტნე ივანიშვილი დვალიშვილს

"ვერაფერს დაგაკლებს ის არაკაცური საქციელი, რაც შენს წინააღმდეგ ჩაიდინეს"...

ყველა ამბავი

დარტყმა ყირიმის ხიდზე: რას ამბობენ ექსპერტები ზიანზე, აღდგენასა და ნახევარკუნძულისთვის მოსალოდნელ შედეგებზე

უკრაინის თავდასხმის შედეგად ყირიმის ხიდი სერიოზულად დაზიანდა: რუსეთის ხელისუფლებაც კი საუბრობს ანექსირებულ ნახევარკუნძულზე ტვირთების მიწოდების „ალტერნატიულ მარშრუტებზე“. ექსპერტების აზრით,...

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები

18 ნოემბრის #საკვირველიდღეები:30 000 მბ + ულიმიტო წთ (საქართველოში) - 25₾9 000 მბ - 10₾4 000 მბ - 5₾400...

სოფელ ენაგეთში პირმა ძმა მუშტების და ბლაგვი საგნის გამოყენებით მოკლა – პროკურატურა

პროკურატურამ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებშ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 15 ნოემბერს საკუთარი...

ამერიკის დაზვერვის ცნობით, ირანი ვაშინგტონში „ბინძური ბომბის“ აფეთქებას გეგმავს

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-ის დაზვერვის მიერ მოპოვებული ახალი მონაცემები მიუთითებს, რომ ირანი დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ვაშინგტონში ე.წ. „ბინძური...

ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდასაქართველოს პროკურატურამ თაღლითობისა და ფულის გათეთრების ბრალდებით...

ოკუპაციის სიმბოლოს ბზარი გაუჩნდა – უკრაინის გენშტაბი ყირიმის ხიდზე

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ყირიმის ხიდზე დარტყმები უკრაინელი მებრძოლების მრავალეტაპიანი ერთობლივი ოპერაციის შედეგია, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა."უკრაინის...

შევახსენეთ, რონ ომი იქ დაბრუნდება საიდანაც დაიწყო – ზელენსკი ყირიმის ხიდზე

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმის ხიდზე განხორციელებულ დარტყმებს ეხმაურება და მადლობას უხდის უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, უკრაინის თავდაცვის ძალების ყველა...

ამდენი წურბელა რომ გეყოლება ქვეყანაში, რამდენს აიტანს – მამა ლევანი ჯიქური კორუფციაზე

კას­პის წმინ­და გი­ორ­გის ტაძ­რის და ე.წ სა­ზღვრის­პი­რა სოფ­ლე­ბის ღვთის­მსა­ხუ­რი, მღვდე­ლი ლე­ვან ჯი­ქუ­რი კორუფციასა და თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაზე წერს."მაღალ თანამდებობზე მყოფებს...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, - ინფორმაციას რუსული მედია  ავრცელებს.გამოცემა Lovin Dubai-ის...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს

საქართველოდან, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 74 მოქალაქე გააძევეს.შსს-ს ცნობით, ქვეყნიდან გააძევეს ინდოეთის, იორდანიის, პაკისტანის, სამხრეთ აფრიკის, სომხეთის, ავღანეთის,...

დარტყმა ყირიმის ხიდზე: ვრცელდება ცნობები თაღის ჩამოშლის შესახებ

ყირიმის ხიდი, რომელიც რუსეთს ანექსირებულ უკრაინულ ნახევარკუნძულ ყირიმთან აკავშირებს, სამშაბათს, 17 ნოემბერს, ღამით, ბოლო 24 საათში მეორედ გახდა თავდასხმის...

ამოიღეს 605 შეკვრად დაფასოებული “ალფა-პვპ” – უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს

თერჯოლაში, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უცხო...