კახეთის რეგიონში დღეს კორონავირუსი 3 თვის ჩვილს დაუდასტურდა. ის ლაგოდეხის კლასტერს უკავშირდება.
ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
კახეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლის შიოშვილოს თქმით, მიმდინარეობს ყველა შესაძლო კონტაქტის მოძიება, მათ შორის ჩვილის ოჯახის წევრებს უკვე ჩაუტარდა კვლევა და პასუხი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.
შიოშვილის აღნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია.თუმცა პრევენციის მიზნით, მატანის შემდეგ მოსახლეობას ახლა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში უტარებენ თერმოსკრინინგს და ტესტირებას.
დღეს საქართველოში კორონავირუსის 250 ახლი შემთხვევა დადასტურდა.