“ვინ ჩემი ფეხები ხარ, რომ ნახევარ მილიონ შენს თამოქალაქეს ეუბნები, მე შენ უნდა გაგაქროო?”,- ასე ეხმიანება ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა კახა კალაძისა და მმართველი პარტიის რიტორიკას, რომ “ნაციონალური მოძრაობა უნდა დასრულდეს”.
მისი თქმით, ქუჩაში “ფლეიბოივით” სიარული მერობა არ არის.
“კონკრეტულს რამეს ჰპირდება? ეს, მარტო ევრორემონტის ჩატარება და მერე ფლეიბოივით სიარული ქუჩაში, გეგონება პოდიუმზე დადის, ეს არ არის მერობა. მერობა არის უამრავი გაჭირვებული ადამიანის თანადგომა. უამრავი გაფუჭებული, თუ დაძველებული, თუ ინფრასტრუქტურული, თუ ავარიული, თუ ათასი რამის გაკეთება და მერე თავის შეკავება” — განაცხადა უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში.
მისივე შეფასებით, კახა კალაძის გუშინდელი ვიდეომიმართვა “ადამიანური ტრაგედია იყო”.
“სახედაკარგული, ძალაუფლებას მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება და ცოტა ფეხები უკანკალებს, ვაიმე დედა, რა მეშველება. ამხელა კაცია, ძალაუფლების გარეშე არ უცხოვრია? ამხელა შედეგები ჰქონდა სხვა სფეროში, ხო? იცხოვრე თანამდებობის გარეშე, რა მოხდა? თანამდებობის დაკარგვა ტრაგედია კი არაა”, – აღნიშნავს უგულავა.















