ზურაბიშვილმა ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონს ვეტო არ დაადო

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო არ დაადო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს. მან კანონს დღეს ხელი მოაწერა.

მისი განმარტებით, ამგვარი სტრუქტურული ცვლილებების მიმართ არსებობდა და არსებობს განსხვავებული შეხედულებები, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ შეიცავს თავისთავად კატეგორიული ხასიათის სამართლებრივ წინააღმდეგობას.

“სამსახურის გაუქმება და ახალი სტრუქტურების დაარსება თავისთავად არ იძლევა საფუძველს პრეზიდენტის მხრიდან სამართლებრივი ხასიათის მოტივირებული შენიშვნებისათვის.

თუმცა მიუღებლად მიმაჩნია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციებისა და სათანადო დისკუსიის გარეშე. მით უმეტეს, რომ დაჩქარებული წესით მისი განხილვის საჭიროება არაფრით არ ყოფილა გამართლებული.”,– აცხადებს პრეზიდენტი.

მისივე თქმით, მიუღებელია, რომ ქვეყანაში, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიის გამყარებას, ისეთ საკვანძო საკითხს, როგორიც არის პირადი მონაცემების დაცვა, დისკუსიისათვის სათანადო დრო და სივრცე არ ეთმობა.

“ძალიან ცუდი პრეცედენტია, რომ დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი, 6 წლის ვადით არჩეული პირი, სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მით უმეტეს, როცა ჩვენი ქვეყნისთვის კვლავ ერთ-ერთ დიდ გამოწვევად რჩება თანამდებობის პირების დამოუკიდებლობისა და ხელშეუხებლობის გამყარება.

მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება, რასაც ვიზიარებ და გამოვხატავ ჩემს უარყოფით დამოკიდებულებას. ვიტოვებ იმედს, რომ გამოსავალი იქნება მოძიებული, რათა ახლად შექმნილ ერთ-ერთ სამსახურში სახელმწიფო ინსპექტორს მიეცეს საკუთარი საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა, დამოუკიდებლობის ყველა გარანტიით. მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება ასევე განაპირობებს დანარჩენი თანამშრომლების დამოუკიდებლობის ხარისხს”,– აღნიშნულია ზურაბიშვილის განცხადებაში.

პოპულარული

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის...

მომდევნო დღეებში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი...

თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა, აღარ შეიქმნება

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.გარდა...

კავშირზე ვართ ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე მოქალაქესთან, რომლებიც უსაფრთხოდ იმყოფებიან – საგარეო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კავშირზეა ნეპალში მყოფ საქართველოს რამდენიმე...

ტრამპი 200 000 თავშესაფრის მაძიებლის ვიზის გაუქმებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ემზადება, გააუქმოს ასობით ათასი...

დააკავეს კაცი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა დაზარალებული ქალის მეუღლეს გაუგზავნა

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.პროკურატურის...

მდინარაძის ღვაწლი უდიდესია გუნდისთვის – გორდულაძე

მისი ღვაწლი არის უდიდესი ჩვენი გუნდისთვის. რა თქმა უნდა,...

ყველა ამბავი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება გააუქმა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმება. საქმე არსებითად განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოს დაუბრუნდება. შეთანხმების გაუქმებას პროკურატურა ითხოვდა იმის...

კუთხეში მოქცეული პუტინი ომის ესკალაციას გეგმავს.. გარემოცვას უთხრა, რომ ომში მარცხის შემთხვევაში მას “ჩამოახრჩობენ” – The Economist

გამოცემა The Economist-ის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ზაფხულში, რამდენიმეკვირიანი განხილვის შემდეგ, უკრაინაში ომის ესკალაციის გზა აირჩია. ამის შესახებ...

დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების საქმეზე დაკავებულ ქალს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა...

მომდევნო დღეებში, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

1-2 სექტემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი.ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ძლიერი ინტენსივობის წვიმა - შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა...

არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს – გიგა ფარულავა

"არ გამოვრიცხავთ, რომ მდინარაძემ, გრიგოლ ლილუაშვილის ბედი გაიზიაროს " - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.„ფაქტია, მამუკა...

თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა, აღარ შეიქმნება

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.გარდა ამისა, მსჯელობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანების...

აშშ-მა ირანს ბოლო ერთი თვის განმავლობაში პირველად დაარტყა

აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა კვირას, 30 აგვისტოს, იერიში მიიტანეს ირანის ორ სარაკეტო დანადგარზე, რომლებიც ჰორმუზის სრუტეში მდებარე კუნძულ ლარეკზე იყო...

ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში აშშ-ის ორ სამხედრო ბაზაზე საპასუხო დარტყმა განახორციელა

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) განაცხადა, რომ აშშ-ის მიერ ირანის ლარაკის კუნძულზე განხორციელებული დარტყმის საპასუხოდ, იორდანიაში მდებარე ორ...

ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე სტიქიას 900-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა — მაშველები ჰიდროელექტროსადგურების გვირაბებში ჩარჩენილებს ეძებენ

ჰიმალაის რეგიონში მომხდარი მასშტაბური სტიქიის შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა, ნეპალისა და ჩინეთის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, 919-მდე გაიზარდა, ხოლო დაკარგულად...

ტრამპის განკარგულების შემდეგ Google-მა აშშ-ისთვის ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა

Google Maps-ის კარტოგრაფიულმა სერვისმა პარასკევიდან, 29 აგვისტოდან, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 27 აგვისტოს განკარგულების შესრულება დაიწყო, რომლის მიხედვითაც ონტარიოს...

კვიპროსის სანაპიროსთან სამგზავრო ბორანი ჩაიძირა – 7 ადამიანი დაიღუპა, 23 დაკარგულად ითვლება

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის ხელისუფლება 23 მგზავრს ეძებს, რომლებიც საზღვაო ბორანის ჩაძირვის შემდეგ დაკარგულად ითვლებიან. ბორანი კირენიის პორტიდან თურქეთის...

ისლანდიის მოსახლეობამ ევროკავშირთან დაახლოებას მხარი არ დაუჭირა

ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების მოწინააღმდეგეებმა რეფერენდუმზე გაიმარჯვეს. ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე ჩატარებული კენჭისყრის წინასწარი შედეგები კვირას, 30 აგვისტოს, ადგილობრივმა...