12-14 დეკემბერს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, მთასა და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი. შესაბამის ინფორმაციას, გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
14 დეკემბერს დაბლობსა და ბარშიც ნალექი მოსალოდნელია უმეტესად თოვლის სახით.
“მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო)”, – წერია განცხადებაში.










![თუ “ქართული ოცნება” პრობლემებს არ აღმოფხვრის, [ვიზების] შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს – ლეიენი](https://newsreport.ge/wp-content/uploads/2026/02/4e230633-3af4-4a2f-bfc7-8a9d2964778c-218x150.jpg)




