“თბილისი მოლთან” ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 10-ზე მეტი ინციდენტი მოხდა – “მედიაჩეკერი”

“მედიაჩეკერის” ინფორმაციით 2 თებერვალს, პროევროპული აქციების 67-ე დღეს, ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო აქცია თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე გაიმართა. „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციის გაშუქებისას ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის 10-ზე მეტი ინციდენტი დაფიქსირდა.

„საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის“ განცხადებით, „შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, რომელთა იდენტიფიცირება მეტწილად შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ სახე ნიღბით ჰქონდათ დაფარული და ამოსაცნობ ნიშნებს არ ატარებდნენ, „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს ხაზგასმულად უპატივცემულოდ და უხეშად ეპყრობოდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ტერიტორიიდან ძალის გამოყენებით აძევებდნენ და გადაღებაში ხელს უშლიდნენ. პოლიციელები განსაკუთრებულ აგრესიას იჩენდნენ მაშინ, როცა ჟურნალისტები მათ მიერ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობის ფაქტების გადაღებას ცდილობდნენ“.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ძალოვნების მხრიდან ჟურნალისტთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და ძალის გადამეტების ფაქტებს გმობს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს მოუწოდებს, „შესაბამისი შეფასება მისცენ კონსტიტუციისა და კანონის ჩარჩოებიდან გასული ძალოვნების საფრთხის შემცველ ქმედებებსა და სისტემურ ძალადობას მედიის წარნმომადგენლებზე“.

2 თებერვლის საპროტესტო აქციაზე მომხდარ შემთხვევებს გამოეხმაურა და დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედიაორგანიზაციებს სოლიდარობა გამოუცხადა „მედიის ადვოკატირების კოალიციამაც“.

„ეს ფაქტები წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმას და დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული დანაშაულები პირველი შემთხვევები არ არის და უკვე წლებია “ქართული ოცნების” რეჟიმი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე არც ერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში და უკანონო პატიმრობაში რჩება “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს“, – ვკითხულობთ კოალიციის განცხადებაში.

„თბილისი მოლთან“  მიმდინარე აქციის გაშუქებისას მომხდარი ინციდენტები:

  • „TV პირველი“

დაახლოებით 18:00 საათზე, აქციის გაშუქებისას დაშავდა „TV  პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაია. ტელევიზიის განცხადებით, ოპერატორი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა. კოკაია რამდენიმე წუთის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამ ინციდენტიდან დაახლოებით ერთ საათში, პოლიციელებმა პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ამავე ტელეკომპანიის ჟურნალისტს, დიანა ჩირგაძესა და მის ოპერატორს. ჟურნალისტის თქმით, მანამდე პოლიციელებმა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, შეეცადნენ, რომ ფიზიკურად გასწორებოდნენ ოპერატორს და სამაუწყებლო აპარატურა დაეზიანებინათ.

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს ჟურნალისტ ხატია სამხარაძესაც. „TV პირველის“ ინფორმაციით, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, ზვიად ხარაზიშვილის („ხარება“) მოადგილემ, მირზა კეზევაძემ ჟურნალისტს პირადი ტელეფონი წაართვა, ტელეფონი ძირს დააგდო და ფეხი დაარტყა.

  • „ფორმულა“

„TV პირველის“ ჟურნალისტის, ხატია სამხარაძის თქმით, პოლიციელებმა მუშაობაში ხელი შეუშალეს ტელეკომპანია „ფორმულას“ გადამღებ ჯგუფსაც.

  • „მთავარი არხი“

20:36 საათზე „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, დეა მამისეიშვილმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელებმა მას პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

  • „მედია აპრილი“

პოლიციელებმა აქციის გაშუქებაში ხელი შეუშალეს „მედია აპრილის“ თანამშრომლებს, ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას. მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ პოლიციელები ცდილობდნენ, მათთვის ტერიტორია ძალის გამოყენებით დაეტოვებინათ.

  • „რადიო თავისუფლება“

პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და დაემუქრნენ „რადიო თავისუფლების“ ჟურნალისტს, გელა ბოჩიკაშვილს. ვიდეოში ისმის, თუ როგორ ემუქრება პოლიციელი ჟურნალისტს: „გაწიე ეგ კამერა, თორემ გაგიმტვრევ თავ-პირს“.

  • „რადიო მარნეული“

ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს „რადიო მარნეულის“ ჟურნალისტ ვლადიმერ ჩხიტუნიძესაც. ის პოლიტიკოს ნიკა მელიას დაკავებას იღებდა, რა დროსაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა გააჩერეს და ტროტუარზე ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.

  • „გურია ნიუსი“

პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალეს „გურია ნიუსის“ ჟურნალისტსაც. გამოცემის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ურტყამს ხელს „გურია ნიუსის“ კამერას ნიღბიანი პირი, რომელსაც პოლიციის ფორმა არ ეცვა.

  • „მედიაჩეკერი“

„თბილისი მოლთან” მიმდინარე აქციის დროს პოლიცია გადაღებაში ხელს უშლიდა ჟურნალისტ ნინია კაკაბაძესაც. მას პოლიციელებმა ხელიც ჰკრეს.

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკების პროცესს აჩერებს, რასაც თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მოჰყვა. გასულ წელს პროევროპული აქციების გაშუქებისას მედიას პროფესიულ საქმიანობაში ხელი 90-ზე მეტ შემთხვევაში შეეშალა. 

პოპულარული

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

საქართველოში 3.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.ეპიცენტრი თბილისიდან 53 კილომეტრში, ქალაქ...

სერბეთში გენოციდისთვის მსჯავრდებული რატკო მლადიჩი სამხედრო პატივით დაკრძალეს

ათასობით ადამიანი, რომლებიც სერბთა რესპუბლიკის არმიის ყოფილ სარდალს, სამხედრო...

ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ნათესავ ვასილ...

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა

ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება თურქულ კომპანიასთან ოფიციალურად გაფორმდა. ხელშეკრულებას...

დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ დააბრუნებენ. ადამიანის...

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

"ქართული ოცნების"  მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს...

მოსკოვი საქართველოს, ჩრდ. კორეასა და სხვა ქვეყნებს თანამშრომლობის განვითარებას სთავაზობს

რუსეთს მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის ირანთან, მონღოლეთთან,...

რუსეთში თავდასხმის შედეგად მძიმედ დაიჭრა ავიაციის გენერალი სერგეი რომაშენკო

სარატოვის ოლქის ქალაქ ენგელსში, 3 სექტემბრის დილით, უცნობმა პირმა...

ყველა ამბავი

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უნალექო ამინდი შენარჩუნდება

უახლოეს დღეებში საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება შენარჩუნებული.გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ჰაერის...

ანტიამერიკული „ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა – ჯო უილსონი

ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმის წყალობით, „ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ“ საქართველოში დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო, როგორც უმსხვილესმა ინვესტორმა, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი,...

დროა რომ ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს – პაპუაშვილი

"დროა, ბრიუსელი ილუზიების სამყაროდან გამოვიდეს" - წერს შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის სახელით ჟენევაში გაეროში ევროკავშირის დელეგაციის ელჩის და მუდმივი წარმომადგენლის...

აშშ-მა ხუთი ირანული ნავთობტანკერის განადგურების შესახებ განაცხადა

აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) სამშაბათს, 8 სექტემბერს, ხუთი ირანული ნავთობტანკერი გაანადგურა მას შემდეგ, რაც ირანის ისლამური რევოლუციის...

საფრანგეთში, , კანი-სიურ-მერის რენუარის მუზეუმიდან ოთხი ნახატი მოიპარეს

საფრანგეთის სამხრეთში, კანი-სიურ-მერის რენუარის მუზეუმი სამშაბათს დილით შეიარაღებული პირების თავდასხმის სამიზნე გახდა. მუზეუმიდან ქურდებმა ოთხი ნახატი გაიტანეს, თუმცა...

დუგინი: „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“

რუსმა ფილოსოფოსმა ალექსანდრ დუგინმა განაცხადა, რომ კიევს რუსეთის ჯარები „უახლოეს თვეებში აიღებენ“. „კიევს უახლოეს თვეებში აიღებენ“, — დაწერა დუგინმა თავის...

უკრაინა პატარკაციშვილის ოჯახის კუთვნილი წყლის კომპანიის წილის ჩამორთმევას ცდილობს–ნახეთ დავის დეტალები

ბრიტანული გამოცემა the guardian სტატიას აქვეყნებს ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის დავასთან დაკავშირებით უკრაინის ხელისუფლებასთან. “უკრაინა ბრიტანელი თეატრალური პროდიუსერის მილიარდერი ოჯახის...

კანადის საპასუხო ტარიფები აშშ-ის წინააღმდეგ ძალაში შევიდა

კანადამ ამერიკულ საქონელზე დამატებითი, 50%-მდე ტარიფები დააწესა აშშ-ის ანალოგიური ზომების საპასუხოდ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავიამწარმოებელ Bombardier-ს მოსთხოვა, თვითმფრინავები...

პუტინმა ტრამპს უთხრა, რომ ევროპის წინააღმდეგ ომს არ გეგმავს

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და ვლადიმირ პუტინმა, ტელეფონით განიხილეს სტივ უიტკოფისა და ჯარედ კუშნერის ვიზიტები მოსკოვსა და...

რუმინეთმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა

რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის ხელმძღვანელობით მზადდებოდა დივერსია, რომლის აღკვეთაც მოხერხდა. უწყების ცნობით, სამშაბათს,...

სუს-ის წარმომადგენლებმა კვლავ მკაცრად დააყენეს საქართველოს მოქალაქის, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების პასუხისგებაში მიცემის საკითხი – სუსი

სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) 134-ე შეხვედრა გაიმართა. ამის შესახებ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს....

ევროკავშირი უკრაინას “პეტრიოტების” შესაძენად 3.2 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების შეთანხმებას უკრაინისთვის "პატრიოტის" საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის საჭირო კრიტიკული პროდუქციის...