“კვირა ის დღეა, როცა უნდა გამოვიდეთ ყველანი ერთად – პარტიების წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტში. ჩვენ დავდგებით ერთად და დავანახებთ პასუხად, თუ რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, თუ რამდენად ძლიერია ეს საზოგადოება, თუ რამდენად ძლიერია წინააღმდეგობა და ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის”
განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს მე-5 პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილა და კვირას, 29 ივნისს მოქალაქეებს საპროტესტო აქციაზე გასვლისკენ მოუწოდა.