მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა, დავით ლომიძესა და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა  აქციების დროს დაკავებულ  დავით ლომიძეს და თემურ ზასოხაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დასკვნით პროცესზე, დავით ლომიძემ და თემურ ზასოხაშვილმა სიტყვით ისარგებლეს:

დავით ლომიძე: “ჩემი სათქმელი არის ის, რომ სასამართლომ ობიექტურად განიზილოს ჩვენი საქმე და გთხოვთ, მიიღოთ გადაწყვეტილება, რაც იქნება სამართლიანი, მე თავს ვთვლი უდანაშაულოდ”.

თემურ ზასოხაშვილი: “მეც ანალოგიურად”.

დავით ლომიძე და თემურ ზასოხაშვილი პირველ დეკემბერს დააკავეს.მათ ბრალდება 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ – პოლიციელებზე თავდასხმას და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას ედავებიან, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.