საქართველოში ვიზიტი ლეგიტიმურობის მხარდაჭერას არ ნიშნავს – ევროსაბჭოს განცხადება

“საქართველოში ვიზიტი ლეგიტიმურობის მხარდაჭერას არ ნიშნავს” – ნათქვამია ამის შესახებ განცხადებაში.  ევროსაბჭოს ადგილობრივი ხელისუფლებების კონგრესის დელეგაცია 24-25 სექტემბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოვა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ვიზიტის მიზეზი ადგილობრივ ხელისუფლებებზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის, განსაკუთრებით კი 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების ფონზე გავლენის შეფასებაა.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია 2025 წლის 24 და 25 სექტემბერს საქართველოში ფაქტების დამდგენ ვიზიტს განახორციელებს. ვიზიტი მიზნად ისახავს შეაფასოს მიმდინარე პოლიტიკური სიტუაციის გავლენა ადგილობრივ ხელისუფლებაზე, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველოს მომავალ ადგილობრივ არჩევნებს, რომელიც 2025 წლის 4 ოქტომბერს არის დანიშნული.

დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ადგილობრივი ხელისუფლების პალატის პრეზიდენტი, ბერნდ ვოჰრინგერი (გერმანია, EPP/CCE) და ადგილობრივი და რეგიონული არჩევნების სადამკვირვებლო საქმიანობის კონგრესის სპიკერი, სტიუარტ დიკსონი (გაერთიანებული სამეფო, ILDG), რომლებსაც თან ახლავს ექსპერტი, პროფესორი ტანია გროპი.

დელეგაცია შეხვდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, სახალხო დამცველის პირველ მოადგილეს და პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს. ასევე, ისინი მოსაზრებებს გაცვლიან კონგრესში საქართველოს ეროვნული დელეგაციის წევრებთან და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის წარმომადგენლებთან.

გარდა ამისა, დელეგაცია შეხვდება მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს.

ეს ვიზიტი არ უნდა ჩაითვალოს, როგორც პოლიტიკური მხარდაჭერა შეხვედრებზე მყოფი თანამოსაუბრეების ლეგიტიმურობის ან შეხედულებებისთვის“, – წერს ევროსაბჭო.