შსს, ნანუკა ჟორჟოლიანის არასრულწლოვანი შვილზე, საბა კოდუაზე განმარტებას აკეთებს. შსს-ში ამბობენ, რომ პოლიციამ კოდუა გადამოწმების მიზნით შეაჩერეს, რომელშიც “ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი” შენიშნეს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადამოწმების მიზნით დაათვალიერეს 2009 წელს დაბადებული ს.კ.-ს ავტომობილი, რომლის კარშიც შენიშნეს სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის მაგვარი საგანი, რომელიც სავარაუდოდ არის “ხმოვანი აკუსტიკური იარაღი”.
მომხდართან დაკავშირებით საქმის წარმოება მიმდინარეობს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 181-ე პრიმა მუხლით”, – განმარტავს შსს.
მანამდე, რუსთავი 2-მა გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომ „ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, საბა კოდუა იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს“. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანიამ სოციალური ქსელიდან წაშალა.
